დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress

საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა

ნახვები: 410 საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა

 

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, თამარ ონიანის შეფასებით, ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო ვერ გამართლდება ვერც სამართლებრივი, ვერც მორალური და ვერც პოლიტიკური არგუმენტებით.

ონიანის განცხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მართლმსაჯულების პრინციპებთან საერთო არაფერი აქვს და ის კრიტიკული აზრის ჩახშობისკენ არის მიმართული.

„ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა „ფეისბუქ-პოსტის“ გამო არის დისტოპია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულების პრინციპებთან. ეს არის დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯა, განხორციელებული იმ კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც პერსონიფიცირებული მიზნით იქნა მიღებული კრიტიკული ხმების ჩასახშობად და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად,“ – წერს თამარ ონიანი.

მისივე შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასამართლო მსგავსი გადაწყვეტილებებით რეპრესიული პოლიტიკის აღმასრულებლებად გვევლინებიან.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასამართლო ასეთი გადაწყვეტილებებით რეალურად რეპრესიული პოლიტიკის აღმასრულებლები არიან. ეს აქტები მიღებულ იქნა არა საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად, არამედ კონკრეტული პოლიტიკური რეპრესიული მიზნების განსახორციელებლად,“ – აღნიშნავს ის.

ონიანი ასევე განმარტავს, რომ ეროვნული სასამართლოები ვალდებული არიან, საკუთარი პრაქტიკა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაში მოიყვანონ და მხოლოდ კანონზე მითითება მსგავსი გადაწყვეტილებების გასამართლებლად საკმარისი არ არის.

„ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა უზრუნველყონ პრაქტიკის კონვენციასთან შესაბამისობა. ამიტომაც, „კანონია ასეთი“ ვერ ამართლებს ვერაფერს. ვერანაირი სამართლებრივი, მორალური თუ პოლიტიკური არგუმენტი ვერ გაამართლებს ჟურნალისტის 14-დღიან პატიმრობას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო,“ – წერს საიას თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიას პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. საქმე შსს-ის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე განიხილებოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა