მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას
ხატია დეკანოიძე: ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების სამი მთავარი საკითხი პარტიების აკრძალვა, პოლიტიკური დევნა და სანქციები იქნება
ლაშა ფარულავა: თუ შუამავლის გარეშე სახელმწიფო მილიონებს ზოგავს, უნდა გაირკვეს, წლების განმავლობაში ეს ფული ვის რჩებოდა
თენგიზ აბლოთია: საქართველო თითქმის გაქრა ევროპის დღის წესრიგიდან, „ქართულ ოცნებას“ ეს რეალობა ხელს აძლევს
თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს

მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ნახვები: 230 მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება მის შედარებას ჩილეს ყოფილ დიქტატორ აუგუსტო პინოჩეტთან და აცხადებს, რომ მათ შორის პარალელის გავლება უსაფუძვლოა. სააკაშვილი პინოჩეტის მმართველობასა და საკუთარი ხელისუფლების პერიოდს რამდენიმე მიმართულებით ადარებს და ამბობს, რომ ძლიერი პოლიტიკური ლიდერი დიქტატორს არ ნიშნავს.

„შემოიხედეთ აქ და მეც მომისმინეთ, განსაკუთრებით ისინი, ვინც მე პინოჩეტს მადარებს, მინდა განგანათლოთ“, – წერს სააკაშვილი.

მისი თქმით, ჩილეს ისტორია კარგად აქვს შესწავლილი და ამ საკითხზე არაერთხელ უსაუბრია ჩილეს ყოფილ პრეზიდენტ სებასტიან პინერასთან.

სააკაშვილი პირველ განსხვავებად ხელისუფლებაში მოსვლის გზას ასახელებს. მისი თქმით, პინოჩეტი ხელისუფლებაში სამხედრო გადატრიალებით მოვიდა, რასაც პრეზიდენტ სალვადორ ალიენდესა და მისი ხელისუფლების წარმომადგენლების დაღუპვა მოჰყვა, თავად კი საქართველოში ხელისუფლებაში მშვიდობიანი რევოლუციის შედეგად მოვიდა.

„მე მოვედი მშვიდობიანი რევოლუციით, ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ შევარდნაძე, რომელიც არჩევნების უხეშად გაყალბების შემდეგ უბრალოდ არალეგიტიმური იყო. შევარდნაძე არა მხოლოდ არ მოგვიკლავს, არამედ გავუშვით საპატიო პენსიაზე“, – წერს სააკაშვილი.

მისი განცხადებით, პინოჩეტის მმართველობისგან განსხვავებით, მისი პრეზიდენტობის პერიოდში ქვეყანაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა. სააკაშვილი ასევე ყურადღებას ამახვილებს პინოჩეტის რეჟიმის დროს ოპოზიციონერების მკვლელობებზე, პოლიტიკურ პატიმრებსა და პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე და აცხადებს, რომ მისი ხელისუფლების პირობებში მსგავსი პრაქტიკა არ არსებობდა.

„პინოჩეტმა დახვრიტა 2700-ზე მეტი ოპოზიციონერი და აბა დამისახელეთ ერთი ჩემს დროს მოკლული ოპოზიციონერი. პინოჩეტის დროს იყო რამდენიმე ათეული ათასი პოლიტიკური პატიმარი და აბა ჩამოთვალეთ ჩემი დროინდელი პოლიტიკური პატიმრები? ახლა არ დამიწყოთ მოლაშვილზე და სხვა კორუფციონერებზე მტკიცება. პინოჩეტმა აკრძალა ყველა პარტია და არასამთავრობო. ჩემს დროს ისინი თავისუფლად მოქმედებდნენ“, – აცხადებს სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი პინოჩეტის ხელისუფლებიდან წასვლასა და საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებასაც ადარებს. მისი თქმით, პინოჩეტმა რეფერენდუმის შედეგების აღიარებაზე თავდაპირველად უარი თქვა, თავად კი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები რამდენიმე წუთში აღიარა და ხელისუფლება ყოველგვარი პირადი გარანტიების გარეშე გადააბარა.

„პინოჩეტად გადაქცევის ვარიანტი მე მქონდა სწორედ 2012 წელს. შემეძლო, როგორც ეს პინოჩეტმა გააკეთა, გამეუქმებინა არჩევნები, მასობრივად დამეჭირა ოპოზიცია, დამეკეტა მედია და დიდი ალბათობით დამეღვარა სისხლი და, როგორც პინოჩეტს, ამ გზით გამეგრძელებინა ქვეყნის განვითარება, მაგრამ მე ეს ერთი წუთითაც არ განმიხილავს, ვინაიდან ჩემთვის ეს იყო სრულიად მიუღებელი ფასი“, – წერს სააკაშვილი.

ის ასევე საუბრობს ორივე ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ პროცესებზე და აღნიშნავს, რომ პინოჩეტის წინააღმდეგ საქმე ესპანელმა მოსამართლემ ბალთაზარ გარსონმა აღძრა, რის შემდეგაც ის ლონდონში დააკავეს, ხოლო მის წინააღმდეგ საქმეები საქართველოს ხელისუფლებამ აღძრა და, სააკაშვილის თქმით, ინტერპოლმა მის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებაზე უარი თქვა.

სააკაშვილი პინოჩეტის ქონების საკითხსაც ეხება და აცხადებს, რომ ჩილეს ყოფილ მმართველს მილიონობით დოლარის დაუდეკლარირებელი თანხები აღმოუჩინეს, მაშინ როდესაც, მისი თქმით, მის მიერ უკანონოდ მითვისებული თანხა დღემდე ვერ აღმოაჩინეს.

„მე ვათრიე საქართველო წინ, რაც შემეძლო, თუნდაც არასრულყოფილი, მაგრამ მაინც დემოკრატიის პირობებში“, – წერს სააკაშვილი.

მისივე განცხადებით, მომავალ გარდამავალ პერიოდში საქართველოს „არა ამორფული კოალიცია, არამედ ძლიერი ლიდერი“ დასჭირდება.

„ასე რომ, ბოდიში ყველას, მაგრამ მე პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას, რომც გამაჩნდეს შესაძლებლობა. ამავე დროს ისიც ვიცი, რომ გარდამავალ პერიოდში საჭირო იქნება არა რაღაც ამორფული კოალიცია, არამედ სწორედაც ძლიერი ლიდერი, ეწყინება ეს ვინმეს თუ არა!“ – აცხადებს სააკაშვილი.

ის ასევე იხსენებს ნიგერიაში ვიზიტს და ამბობს, რომ პატიმრობამდე ქვეყნის მთავრობის მიწვევით ელექტროენერგეტიკის საკითხზე ორსაათიანი ლექცია ჩაატარა, რისთვისაც 50 ათასი დოლარი მიიღო და აღნიშნული თანხა მოგვიანებით საერთაშორისო ადვოკატების მომსახურებაზე დახარჯა.

„და კიდევ ერთი რამ მინდა დაიმახსოვროთ: ძლიერი ლიდერი არ ნიშნავს დიქტატორს და დიქტატორი არ ნიშნავს ძლიერ ლიდერს (იხილეთ ივანიშვილი).

თუ ვინმეს შიშები აწუხებს ძლიერ ლიდერებთან დაკავშირებით, ეს უფრო კომპლექსებზე მეტყველებს და არა ლიდერის საჭიროების არარსებობაზე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა