ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

იარაღი და სანქციები არის ის, რისი გაკეთებაც საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია-კულება

ნახვები: 359 იარაღი და სანქციები არის ის, რისი გაკეთებაც საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია-კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის დასახმარებლად მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქცია დააწესოს.

მისივე თქმით, ნატო-ს ქვეყნებს, ნატო-ს მოკავშირეებს შეუძლიათ, რომ უკრაინას იარაღით დაეხმარონ და ასევე ქვეყანა ყველა საჭირო საბრძოლო, შემტევი თვითმფრინავით უზრუნველყონ.

„რა უნდა ქნას საერთაშორისო თანამეგორობამ და ნატო-მ და რას არ აკეთებენ, რათა დაეხმარონ უკრაინელ ხალხს რუსული აგრესიის წინააღმდეგ? იარაღი და სანქციები. ეს არის, რისი გაკეთაბაც საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია - იარაღი უკრაინას, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ გვჭირდება, რომ მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო ძალები, ამიტომ საუკეთესო, რისი გაკეთაბაც ნატო-ს ქვეყნებს, ნატო-ს მოკავშირეებს შეუძლიათ, არის, რომ უკრაინა უზრუნველყონ ყველა საჭირო საბრძოლო და შემტევი თვითმფრინავით, რაც საშუალებას მოგვცემს, დავაბალანსოთ სამხედრო სიტუაცია ცაში. ეს იქნება საუკეთესო, ეს არის საჭირო მხარდაჭერა. მსხვერპლის უმეტესობა, რასაც ჩვენ ვიღებთ, ჩვენი ქალაქების ციდან დაბომბვის შედეგია.

მეორე, ჩვენ ვიყენებთ ძალიან ბევრ იარაღს, რომელიც საბჭოთა პერიოდიდანაა, ასე რომ, ძალიან მნიშნვნელოვანი იქნება, თუ ყველა ქვეყანა, რომელიც საბჭოთა ეპოქაში აწარმოებდა იარაღს თავის საწყობებში, მოგვაწვდის მას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები.

როცა საქმე ეხება სანქციებს, რუსეთი და რუსული ბანკები SWIFT-იდან სრულად უნდა გაითიშოს. შეჩერდეს რუსული ტვირთების გადამუშავება პორტებში. დაწესდეს სრული აკრძალვა რუსეთიდან ნავთობზე, გაზსა და ქვანახშირზე. არის კიდევ რამდენიმე რამ, რაც შეიძლება, გაკეთდეს, განსაკუთრებით რუსეთის ფინანსურ სისტემაზე შეზღუდვების დაწესება.

ბოლო მნიშვნელოვანი ელემენტი, ჩვენ ველით, რომ ჩვენი პარტნიორები იმუშავებენ მესამე ქვეყნებთან, რომლებიც შეიძლება, გახდნენ რუსული ფულისთვის „უსაფრთხო სამოთხე" სანქციების გვერდის ავლით. ეს ხვრელები უნდა დაიხუროს", - განაცხადა დმიტრო კულებამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა