ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
Ukraine reports 204 frontline clashes in past 24 hours, with heaviest fighting in Pokrovsk and Kostiantynivka sectors
Zelensky: Ready to meet with U.S. negotiators
Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends

რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს

ნახვები: 247 რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ყოფილი პარლამენტარი რომან გოცირიძე ციფრული ფულის შემოღებას ტექნოლოგიური განვითარების ბუნებრივ ეტაპად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის დანერგვას შესაძლოა მოქალაქეთა ფინანსური თავისუფლებისა და პირადი მონაცემების დაცვის მნიშვნელოვანი რისკები ახლდეს.

ამის შესახებ გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ფულის ფორმა ისტორიულად ყოველთვის იცვლებოდა ეკონომიკური და ტექნოლოგიური გარემოს შესაბამისად.

„ციფრულ სამყაროში ციფრული ფულის გაჩენა გარდაუვალი იყო, ისევე როგორც ელექტრონულ ერაში – ელექტრონულის“, – აცხადებს გოცირიძე.

მისი განმარტებით, ფული მხოლოდ მონეტა ან ქაღალდის ბანკნოტი არ არის. ის ინფორმაციის შენახვისა და გადაცემის მექანიზმიცაა, რომელიც ადამიანებს შორის ღირებულების გაცვლას უზრუნველყოფს.

გოცირიძე აღნიშნავს, რომ აგრარულ ეპოქაში ამ ფუნქციას საქონელი და ძვირფასი ლითონები ასრულებდა, ინდუსტრიული განვითარებისა და საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოებამ ქაღალდის ფულის გავრცელებას შეუწყო ხელი, ელექტრონულ ეპოქაში კი საბანკო გადარიცხვები და პლასტიკური ბარათები დამკვიდრდა.

მისი შეფასებით, თანამედროვე ციფრულ ეკონომიკაში ფულის შემდგომი ტრანსფორმაცია ლოგიკური პროცესია, რომელსაც მნიშვნელოვანი უპირატესობებიც აქვს.

„საბოლოო ჯამში, ციფრული ფული ორლესული ხმალივითაა. ერთ მხარეს უზარმაზარი სიკეთეა – მყისიერი სიჩქარე, დაბალი დანახარჯები და გლობალური ხელმისაწვდომობა, ხოლო მეორე მხარეს – სერიოზული საფრთხეები“, – წერს გოცირიძე.

ყოფილი პარლამენტარი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კიბერუსაფრთხოებასა და სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა ფინანსური საქმიანობის კონტროლის შესაძლებლობაზე.

მისი განცხადებით, არადემოკრატიულ სახელმწიფოებში ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა შესაძლოა გამოყენებული იქნეს მოქალაქეთა ტრანზაქციების გასაკონტროლებლად, ფინანსური თავისუფლების შესაზღუდად ან კონკრეტული პირებისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის დასაბლოკად.

„სახელმწიფო (ცენტრალიზებულმა) ციფრულმა ვალუტამ არადემოკრატიულ რეჟიმებს შეიძლება მისცეს ბერკეტი, აკონტროლონ მოქალაქეთა თითოეული ტრანსაქცია, შეზღუდონ ფინანსური თავისუფლება ან თუნდაც „გამოურთონ“ ფინანსებზე წვდომა არასასურველ პირებს“, – აცხადებს გოცირიძე.

მისი აზრით, ციფრული ვალუტის შესაძლო დანერგვა არ უნდა ნიშნავდეს ნაღდი ფულისა და ტრადიციული საბანკო ანგარიშსწორების გაუქმებას.

გოცირიძე მიიჩნევს, რომ მოქალაქეებს გადახდის სხვადასხვა საშუალების გამოყენების შესაძლებლობა უნდა შეუნარჩუნდეთ, რისთვისაც აუცილებელია შესაბამისი კონსტიტუციური გარანტიების შექმნა.

„მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო დონეზე მუდამ იყოს გარანტირებული როგორც ქაღალდის ფულის, ისე ტრადიციული საბანკო ანგარიშსწორების შეუფერხებელი არსებობა“, – აღნიშნავს ის.

ამასთან, ყოფილი პარლამენტარი საზოგადოებას მოუწოდებს, ციფრული ფულის საკითხს ზედმეტი შიშისა და პანიკის გარეშე მიუდგეს.

მისი თქმით, ტექნოლოგიურ სიახლეებთან დაკავშირებული საფრთხეები რეალისტურად უნდა შეფასდეს და არ უნდა გადაიზარდოს უსაფუძვლო წარმოდგენებში, როგორიც წარსულში ელექტრონულ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებული შიშები იყო.

გოცირიძის შეფასებით, ციფრული ვალუტის დანერგვის შემთხვევაში აუცილებელია კიბერუსაფრთხოების მაღალი სტანდარტების, პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის, ეფექტიანი რეგულირებისა და მომხმარებელთა ციფრული განათლების უზრუნველყოფა.

„რეალური რისკებისგან თავის დასაცავად საჭიროა მტკიცე კონსტიტუციური გარანტიები, სიფრთხილე და აუჩქარებლობა“, – წერს ის.

რაც შეეხება საქართველოში ციფრული ლარის შესაძლო შემოღებას, გოცირიძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის ციფრული ფულის დანერგვა უახლოესი მომავლის საკითხი არ არის.

მისივე თქმით, ციფრული ვალუტის შემოღების პროცესში გასათვალისწინებელ კონკრეტულ მექანიზმებსა და უსაფრთხოების გარანტიებზე დეტალურად მოგვიანებით ისაუბრებს.

წყარო: რომან გოცირიძის Facebook-განცხადება

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა