Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky
დონალდ ტრამპი: დროა, უკრაინის სახელით მოლაპარაკებები ზელენსკის ნაცვლად სხვამ აწარმოოს

ქობულეთში 15 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ნახვები: 196 ქობულეთში 15 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-141-ე მუხლით მიმდინარეობს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სავარაუდო დანაშაულის დროს 15 წლის გოგონა სახლში მამასთან ერთად მარტო იმყოფებოდა. მომხდარის შესახებ არასრულწლოვანმა დედას შეატყობინა, რომელიც იმ დროს სამსახურში იყო.

მოზარდის დედამ ინფორმაციის მიღების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, რის საფუძველზეც სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ გამოძიება ოჯახის წევრის მიერ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების მუხლით მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე უკვე ჩატარდა გამოკითხვა და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება მომხდარის გარემოებებს ადგენს.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა