თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ჯო ბაიდენი ემიგრანტებს მოქალაქეობის მისაღებად რვაწლიან პერიოდს შესთავაზებს

ნახვები: 531 ჯო ბაიდენი ემიგრანტებს მოქალაქეობის მისაღებად რვაწლიან პერიოდს შესთავაზებს

ჯო ბაიდენი ემიგრანტებს მოქალაქეობის მიღებისთვის რვაწლიან გზას შესთავაზებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი" ავრცელებს.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საიმიგრაციო კანონპროექტის გამოქვეყნებას ადმინისტრაციის პირველ დღეს გეგმავს. კანონპროექტი ლეგალური სტატუსის გარეშე აშშ-ში მცხოვრებ დაახლოებით 11 მილიონ ადამიანს მოქალაქეობისკენ 8-წლიანი გზის გავლას შესთავაზებს.

მსგავსი საიმიგრაციო პოლიტიკა ტრამპის მკაცრი პოლიტიკისგან რადიკალურად განსხვავებულია. კანონპროექტი ბაიდენს ლათინოამერიკელი ამომრჩევლებისა და სხვა ემიგრანტების მიმართ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაცემული მთავარი დაპირების შესრულების გზაზე აყენებს. „ესოშიეთიდ პრესის" ინფორმაციით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი კანონპროექტის წარდგენას ინაუგურაციის შემდეგ გეგმავს.

კანონპროექტის მიხედვით, 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, აშშ-ში ლეგალური სტატუსის გარეშე მცხოვრებ ადამიანებს ხუთწლიანი გზის გავლა მოუწევთ დროებითი ლეგალური სტატუსის ან მწვანე ბარათის მოსაპოვებლად, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბიოგრაფიული მონაცემების შემოწმებას გაივლიან და სხვა ძირითად მოთხვონებს დააკმაყოფილებენ. ამის შემდეგ ემიგრანტებს ნატურალიზაციამდე სამწლიანი გზის გავლა მოუწევთ, თუ მოქალაქეობის მიღებას გადაწყვეტენ.

როგორც „ესოშიეთიდ პრესი" წერს, ზოგიერთ შემთხვევაში ემიგრანტებისთვის პროცესი უფრო დაჩქარებული იქნება. აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატობის დროს, ჯო ბაიდენმა იმიგრაციასთან დაკავშირებული ტრამპის ქმედებები ამერიკულ ღირებულებებზე მუდმივ თავდასხმად შეაფასა.

1TV

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა