ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

დასავლეთმა საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2014 წელს პუტინს ყირიმის ანექსიის გამო პასუხი არ მოსთხოვა-ჯონსონი

ნახვები: 406 დასავლეთმა საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2014 წელს პუტინს ყირიმის ანექსიის გამო პასუხი არ მოსთხოვა-ჯონსონი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, დასავლეთმა „საშინელი შეცდომა" დაუშვა, როდესაც 2014 წელს პუტინს ყირიმის ანექსიის გამო „პასუხი არ მოსთხოვა".

„ტელეგრაფში" გამოქვეყნებულ სტატიაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ დასავლეთის რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირება გადამწყვეტია კრემლის მხრიდან „ბულინგის დასასრულებლად".

მისივე თქმით, ეს პროცესი მტკივნეული იქნება.

„როდესაც პუტინი უკრაინაში პირველად შეიჭრა, 2014 წელს, დასავლეთმა საშინელი შეცდომა დაუშვა. რუსეთის ლიდერმა ძალადობრივი აგრესიის აქტი ჩაიდინა, სუვერენული ქვეყნის დიდი ნაწილი დაისაკუთრა და ჩვენ ეს დავუშვით", - წერს ბორის ჯონსონი.

აღსანიშნავია, რომ ბორის ჯონსონი უახლოეს დღეებში გაემგზავრება საუდის არაბეთში, სადაც ბუნებრივი აირისა და ნავთობის ექსპორტის ზრდის შესახებ გაიმართება მოლაპარაკება.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთი რუსეთიდან ნავთობის იმპორტის სრულად შეწყვეტას 2022 წლის ბოლოსთვის გეგმავს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა