კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მდინარაძის ინფორმაციით, უკრაინის ელჩს საქართველო საერთოდ არ დაუტოვებია

ნახვები: 401 მდინარაძის ინფორმაციით, უკრაინის ელჩს საქართველო საერთოდ არ დაუტოვებია

ჩემი ინფორმაციით, უკრაინის ელჩს საქართველო სავარაუდოდ საერთოდ არ დაუტოვებია, რაც ძალიან უცნაურია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, შეეცდება ინფორმაციის დაზუსტებას.

„მე ვაზღვევ სიტყვას, ისეთი პასუხი უნდა გაგცეთ. როგორც ჩემთვის ცნობილია, მას არც ერთი წუთით ქვეყანა არ დაუტოვებია. თუმცა, გადაამოწმეთ, დააზუსტეთ, მეც შევეცდები ამას. ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ მომენტისთვის, მას საქართველო არც დაუტოვებია და ძალიან უცნაურია. დანარჩენს, ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ბევრ კომენტარს არც გავაკეთებთ, რადგან ამაზეც იტყვიან, რა დროს ამაზე კრიტიკის დროა ან სხვადასხვა ინსინუაციების დრო ნამდვილად არ არის. ჩემი ინფორმაციით, 100-პროცენტიანი ინფორმაცია არ მაქვს, სავარაუდოდ, მას საქართველოს ტერიტორია საერთოდ არ დაუტოვებია და ეს ძალიან უცნაურია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ყველამ ერთად გადავამოწმოთ და მეც შევეცდები, ეს დავაზუსტო", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოში იმყოფება. როგორც ცნობილია, ელჩი 15:00 საათზე მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.

უკრაინის ელჩი მედიასთან მას შემდეგ არ გამოჩენილა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ მარტს საქართველოდან გაიწვია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა