კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დონალდ ტრამპმა მისი საარჩევნო შტაბის რუსეთთან შესაძლო კავშირის საქმის მასალების ნაწილის გასაჯაროების განკარგულება გასცა

ნახვები: 344 დონალდ ტრამპმა მისი საარჩევნო შტაბის რუსეთთან შესაძლო კავშირის საქმის მასალების ნაწილის გასაჯაროების განკარგულება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის დატოვებამდე რამდენიმე საათით ადრე მისი საარჩევნო შტაბის რუსეთთან შესაძლო კავშირის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ნაწილის გასაჯაროების განკარგულება გასცა. ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო" ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა დოკუმენტებზეა საუბარი. დონალდ ტრამპის განმარტებით, მას დოკუმენტების მაქსიმალური რაოდენობის გასაჯაროება სურდა. თუმცა, სპეცსამსახურებთან კონსულტაციის შედეგად, გადაწყდა, რომ მასალების ნაწილი არ გასაჯაროვდება ან მოხდება მათი რედაქტირება.

„აღნიშნული განკარგულებით ვასაჯაროებ საქაღალდეში დარჩენილ მასალებს. ეს გასაჯარებასთან დაკავშირებით ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაა და დავავალე გენერალურ პროკურორს, განახორციელოს გამოძების ფედერალური ბიუროს მიერ 17 იანვარს შეთავაზებული რედაქტირება, დააბრუნოს თეთრ სახლში შესაბამისად რედაქტირებული ასლი", - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გახდება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი დონალდ ტრამპის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტები.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისი საარჩევნო შტაბის რუსეთთან შესაძლო კავშირის გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობას" უწოდებდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა