საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ძნელია, მოისმინო დიდაქტიკური რჩევები, როცა იგნორირებას უკეთებს კონსტიტუციას-სუბარი ზურაბიშვილზე

ნახვები: 302 ძნელია, მოისმინო დიდაქტიკური რჩევები, როცა იგნორირებას უკეთებს კონსტიტუციას-სუბარი ზურაბიშვილზე

ჩვენ პრეზიდენტისგან ველოდებით, რომ სულ მცირე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, ძირგამომთხრელ საქმიანობებს მკაფიოდ დაარქვას სახელი და არა ასეთი ფსევდო შუაშისტური პოზიცია დაიკავოს, დიდაქტიკური მოტივები წაგვიკითხოს იმაზე, რომ ერთობა კარგია, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ძნელია, მოისმინო ეს რჩევა პრეზიდენტისგან, რომელიც იგნორირებას უკეთებს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტს - კონსტიტუციას.

„პრეზიდენტი როცა ამბობს, ოპოზიცია ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობით არის დაკავებული და თან მოგვიწოდებს ამ ოპოზიციასთან ერთობაზე - ეს ჩვენთვის გაუგებარიც არის და მიუღებელიც. მით უმეტეს, გაუგებარი და მიუღებელია, როდესაც მოგვიწოდებს პრეზიდენტი, რომ შევქმნათ ახალი ინსტიტუტი, ევროპასთან ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატიც და მინისტრიც ჩავაბაროთ იმ ოპოზიციას, რომელიც ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობთ არის დაკავებული. ერთობა ვერ იქნება იმ ძალასთან, რომელიც ქვეყნის ინტერესების ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა და მით უმეტეს, პრეზიდენტისგან ძალიან ძნელია, მოისმინო დიდაქტიკური რჩევები მაშინ, როცა პირდაპირ ვიტყვი, პრეზიდენტი, რომელიც არის ერთი-ერთი ყველაზე მაღალი კონსტიტუციური თანამდებობების პირი, იგნორირებას უკეთებს იმ კონსტიტუციას, რომელიც არის ქვეყნის უპირველესი დოკუმენტი. პირველ რიგში, სწორედ პრეზიდენტის მოვალეობაა, რომ დაიცვას კონსტიტუცია და ამის შემდეგ გველაპარაკოს, სად შეიძლება და ვისთან შეიძლება ერთობა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა