სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოიგებ-ხვიჩია

ნახვები: 442 ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოიგებ-ხვიჩია

იაგო ხვიჩია „ქართული ოცნების" განცხადება სრულად წავიკითხე, პრემიერ-მინისტრს მოვუსმინე და შევამჩნიე, მათ განცხადებაში უზუსტობა, რადგან ერთს სხვა პრეტენზია აქვს, მეორეს მხარეს - სხვა, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ამ პროცესს შორიდან დააკვირდება.

„გადავწყვიტე, ამ პროცესს დავაკვირდე, რადგან მგონია, რომ ძალიან სახალისო იქნება გაგრძელება - საკუთარ პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივიან. მათ შორის ეს ყველაფერი როდის დაიწყო, არ ვიცით, მაგრამ პრეზიდენტის წინააღმდეგ განცხადებებს ვხედავთ, რაც თავისი შინაარსით მიმართულია „ქართული ოცნების" ნებისმიერი წევრის მიმართ, ვინც საჯარო სივრცეში საუბარში გადაწყვეტს. ეს არის ჭკუის სწავლების მცდელობა დანარჩენი თანაგუნდელებისთვის და არა მხოლოდ პრეზიდენტისთვის. ჩემი აზრით, „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს მოიგებს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რის შემდეგად განცხადება გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სისტემის თამაშის წესებს კონსტიტუცია განსაზღვრავს, ხოლო პრეზიდენტს მისი გადაწერის შესაძლებლობას ვერავინ მისცემს.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა