ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ვიბრძვით სიცოცხლისთვის რაკეტების, ავიაბომბების, არტილერიის, ტანკების, ნაღმმტყორცნების წინააღმდეგ-ზელენსკი

ნახვები: 410 ვიბრძვით სიცოცხლისთვის რაკეტების, ავიაბომბების, არტილერიის, ტანკების, ნაღმმტყორცნების წინააღმდეგ-ზელენსკი

თითოეული რუსული რაკეტა, რომელიც ჩვენს მიწას ხვდება, არის პასუხი კითხვაზე, არის თუ არა ღია ნატო-ს კარი, - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვის დროს გააკეთა.

მისი თქმით, ნატო-ს კარი მართლაც რომ ღია იყოს, უკრაინას არ მოუწევდა 20 დღის დახარჯვა ალიანსის დარწმუნებაში, დახუროს უკრაინის ცა.

„თითოეული იმ 800 რუსული რაკეტიდან, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოხვდა, არის პასუხი კითხვაზე, ძველ კითხვაზე - არის კი ალიანსის კარი მართლაც ღია უკრაინისთვის. ეს კარი ღია რომ ყოფილიყო, ეს რომ სამართლიანი ყოფილიყო, ჩვენ არ მოგვიწევდა 20 დღის დახარჯვა ალიანსის დარწმუნებაში, რომ უკრაინის ცის დახურვა აუცილებელია", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვევს რუსეთის თვითგანადგურებას.

„ჩვენ ვიბრძვით სიცოცხლისთვის. ვიბრძვით სიცოცხლისთვის რაკეტების, ავიაბომბების, არტილერიის, ტანკების, ნაღმმტყორცნების წინააღმდეგ, ყველაფრის დანარჩენის წინააღმდეგ, რასაც რუსეთის ჯარი ჩვენს გასანადგურებლად იყენებს, რითაც რუსეთი ახლა ანგრევს საკუთარ თავსაც. რადგან თითოეული გასროლა და დარტყმა უკრაინაზე, არის ნაბიჯი რუსეთის თვითგანადგურებისკენ", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა