ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

2014 წელს, როცა შემეძლო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა პირველი ვიყავი მე, ვინც ჩავედი უკრაინაში-სეერგენკო

ნახვები: 401 2014 წელს, როცა შემეძლო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა პირველი ვიყავი მე, ვინც ჩავედი უკრაინაში-სეერგენკო

ემოციები მძალავს, რადგან უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა, უნდა შესრულდეს ყველაფერი, რითაც შეიძლება, მხარში ამოვუდგეთ ამ ადამიანებს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დავით სერგეენკოს მედიის წარმომადგენლებმა შეკითხვა დაუსვეს, აპირებენ თუ არა უკრაინაში ჩასვლას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. სერგეენკოს თქმით, უნდა შეფასდეს პოლიტიკური მიზანშეწონილობა, რითიც ამით არიან დაკავებული მთავრობა და პარტიული ლიდერშიპი.

„უკრაინაში მიმდინარე ომმა და იმ დიდმა ტრაგედიამ, რაც ახლა ხდება უკრაინაში, წარმოუდგენელია, ნორმალური ქვეყანა და ნორმალური ადამიანი გულგრილი დატოვოს. ამ ადამიანებისთვის სოლიდარობის ნებისმიერი გამოხატულება მნიშვნელოვანია. პირადად მე დაკავებული ვარ იმით, რომ ვაკეთებ ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებას. რაც შეეხება სახელმწიფო ვიზიტებს, ამის მიზანშეწონილობასა და გეგმებზე შესაბამისი ადამიანები გააკეთებენ კომენტარს. 2014 წელს, როცა შემეძლო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, როცა ჯანდაცვის მინისტრი ვიყავი, პირველი იყო საქართველოს დელეგაცია და პირველი ვიყავი მე, ვინც ჩავედი უკრაინაში. ახლაც უნდა შეფასდეს პოლიტიკური მიზანშეწონილობა და ვფიქრობ, ამით არის დაკავებული მთავრობა და პარტიული ლიდერშიპიც.

რაც შეეხება ჩემს პოზიციას, მე ვერ ვიქნები პრაგმატული და რაციონალური ამასთან მიმართებაში, რადგან ემოციები მძალავს ყოველთვის, რადგან უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა. ყველაფერი, რითაც შეიძლება, მხარში ამოვუდგეთ ამ ადამიანებს, უნდა შესრულდეს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა