კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კიევი საბრძოლო მოქმედების ზონაა, ვიზიტს უსაფრთხოების ნორმების დაცვა სჭირდება-ქადაგიშვილი

ნახვები: 423 კიევი საბრძოლო მოქმედების ზონაა, ვიზიტს უსაფრთხოების ნორმების დაცვა სჭირდება-ქადაგიშვილი

სამხედრო მოქმედებების ადგილზე ვიზიტს უსაფრთხოების ნორმების დაცვა სჭირდება. რა ვითარება იქნება კიევში და იქ ჩასვლა შესაძლებელია თუ არა, ალბათ ეს ცალკე განხილვის საგანი იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის მიმართ საქართველოს სოლიდარობა მათ შორის ევროსაბჭოში დამტკიცდა, როდესაც საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოდან რუსეთის ფედერაციის გარიცხვას მხარი დაუჭირა.

„სამხედრო მოქმედებების ადგილზე ვიზიტს უსაფრთხოების ნორმების დაცვა სჭირდება. ალბათ ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი ეს საკითხი იქნება. უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოცხადებული გვაქვს. ეს სოლიდარობა ევროსაბჭოში დამტკიცდა, როდესაც საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოდან რუსეთის ფედერაციის გარიცხვას მხარი დაუჭირა. კონკრეტულად კიევში რა ვითარება იქნება და იქ ჩასვლა შესაძლებელია თუ არა, ეს ალბათ ცალკე განხილვის საგანი იქნება. პირველ რიგში, უსაფრთხოების საკითხს დავაყენებდი, რადგან როცა 2008 წელს პრეზიდენტები საქართველოში ჩამოვიდნენ, მაშინ ცეცხლი შეწყვეტილი და უსაფრთხოების ზომები გარანტირებული იყო. ახლა კიევში ცეცხლის შეწყვეტას ადგილი არ აქვს, სამშვიდობო კორიდორის გახსნა ლოკალურად ხდება, კიევი საბრძოლო მოქმედების ზონაა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა