ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ვითარებიდან გამოსავალი არის დიპლომატია-კანადის თავდაცვის მინისტრი

ნახვები: 372 ვითარებიდან გამოსავალი არის დიპლომატია-კანადის თავდაცვის მინისტრი

კანადის თავდაცვის მინისტრის ანიტა ანანდის განცხადებით, უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არის დიპლომატია და სრული ძალისხმევა უნდა მიმართონ, რომ მიაღწიონ კრიზისის მშვიდობიან დარეგულირებას.

მისივე თქმით, კანადა უკრაინას ეხმარება 2015 წლიდან.

„ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის დიპლომატია და ჩვენ სრული ძალისხმევა უნდა მივმართოთ, რომ მივაღწიოთ მშვიდობიან დარეგულირებას ამდენი განადგურების და სიცოცხლის დაკარგვის შემდეგ. მე მხარს ვუჭერ მშვიდობიან დარეგულირებას და კრიზისიდან მოლაპარაკებებზე დაფუძნებულ გამოსავალს. ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენს კოლეგებთან, შევხვდებით მრავალ ლიდერს ორმხრივად.

კანადა უკრაინას მხარს უჭერს 2015 წლიდან. ჩვენ გავწვრთენით უკრაინის შეიარღებული ძალების 33 ათასი სამხედრო. ჩვენ მივაწოდეთ მას ლეტალური და არალეტალური იარაღი უკრაინაში მორიგ ინტერვენციამდე. ლეტალური შეიარღების პარტია უკრაინაში ჩავიდა 22 თებერვალს. მას შემდეგ ჩვენ კიდევ გამოვაცახდეთ უკრაინისთვის სხვადასხვა დახმარების მიწოდების შესახებ, მათ შორის სარაკეტო დანადგარები, ნაღმები, რაკეტები. ჩვენ გავაგრძელებთ უზრუნველყოფას, რომ ეს დახმარება ჩავიდეს უკრაინაში. რაც შეეხება ლოჯისტიკას, ჩვენ არ ვასაჯაროებთ გზებს, რომლითაც ეს დახმარება ჩადის უკრაინაში, რადგან ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ იმ პირების უსაფრთხოება, რომლებსაც გადააქვთ დახმარება, ასევე თავად ტვირთის უსაფრთხოება", - განაცხადა კანადის თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა