ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

უკრაინაში პუტინის განზრახვა გეგმის მიხედვით არ მიდის-ლიზ ტრასი

ნახვები: 374 უკრაინაში პუტინის განზრახვა გეგმის მიხედვით არ მიდის-ლიზ ტრასი

უკრაინაში პუტინის განზრახვა გეგმის მიხედვით არ მიდის და შედეგად რუსეთის პრეზიდენტი მიმართავს უფრო ექსტრემალურ ტექნიკას და იარაღს, - ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა.

ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ლონდონი შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებს კიევის მომარაგებისთვის და დედაქალაქის დასაცავად უკრაინელების მხარდაჭერისთვის.

„მომავლის შესახებ პროგნოზებს ვერ გავაკეთებ, მაგრამ რაც ვიცით, პუტინის გეგმები არ მიდის გეგმის მიხედვით, არ აქვს პროგრესი, რასაც იმედოვნებდა და შედეგად სულ უფრო ექსტრემალურ ტექნიკას, იარაღს მიმართავს. ნამდვილად ვერ ვუპასუხებ კითხვას, დაეცემა თუ არა საბოლოოდ კიევი, რადგან არავინ მოელოდა, რომ დაგეგმილი შეჭრა რუსეთისთვის იმდენად ცუდად წავიდოდა, როგორც ეს მოხდა", - განაცხადა ლიზ ტრასმა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ლონდონი რუსეთის ნავთობისა და გაზის ალტერნატიულ წყაროებს ეძებს.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა