ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

არანაირი იარაღის დაყრას არ ვაპირებთ -ზელენსკი

ნახვები: 358 არანაირი იარაღის დაყრას არ ვაპირებთ -ზელენსკი

არანაირი იარაღის დაყრას არ ვაპირებთ ჩვენს გამარჯვებამდე, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინული ტელეკომპანიის, „უკრაინა 24"-ის ეთერში ჰაკერული თავდასხმის შედეგად გასულ განცხადებას, თითქოს უკრაინის პრეზიდენტმა კაპიტულაციის შესახებ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ იარაღის დაყრა მას შეუძლია მხოლოდ რუს სამხედროებს შესთავაზოს.

„ბოლო ბავშვური პროვოკაციით, მე თითქოსდა ვთავაზობ იარაღის დაყრას. იარაღის დაყრისა და სახლში დაბრუნების შეთავაზება მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სამხედროებისთვის შემიძლია. ჩვენ სახლში ვართ, ვიცავთ ჩვენს მიწას, შვილებს და ოჯახებს. ასე რომ, არანაირი იარაღის დაყრას არ ვაპირებთ ჩვენს გამარჯვებამდე", - განაცხადა ზელენსკიმ.

ტელეარხ „უკრაინა 24"-ის განცხადებით, დღეს მტრის ძალების ჰაკერებმა გატეხეს ტელეკომპანიის ეთერის მორბენალი სტრიქონი და ვებგვერდი, სადაც კაპიტულაციის შესახებ ზელენსკის ყალბი განცხადება განათავსეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა