მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების მხოლოდ „უკრაინულ მოდელს“ დათანხმდება-პოდოლიაკი

ნახვები: 400 უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების მხოლოდ „უკრაინულ მოდელს“ დათანხმდება-პოდოლიაკი

უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების მხოლოდ „უკრაინულ მოდელს" დათანხმდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

„ცხადია, ჩვენ ვხვდებით პარტნიორების მცდელობას, დარჩეს ინიციატორ მხარედ მოლაპარაკებების პროცესში. სწორედ აქედან გამომდინარეობს სიტყვები შვედური და ავსტრიული ნეიტრალიტეტის მოდელებზე. უკრაინა ახლა ომის მდგომარეობაშია რუსეთთან, ამიტომ მოდელი შეიძლება, იყოს მხოლოდ უკრაინული და მხოლოდ იურიდიულად დამოწმებული „უსაფრთხოების გარანტიები". არც ერთი სხვა მოდელები და ვარიანტები არ შეიძლება, იყოს", - განაცხადა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების აბსოლუტური გარანტიები.

„ქმედითი და არა პროტოკოლური ან ბუდაპეშტის მემორანდუმი მსგავსი. ეს კი ნიშნავს, რომ ხელმომწერი მხარეები გვერდით არ გადგებიან, თუ უკრაინას თავს დაესხმებიან, როგორც დღეს ხდება, არამედ მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას კონფლიქტში უკრაინის მხარეს და დაუყოვნებლივ მოგვაწვდიან საჭირო მოცულობით შეიარაღებას. მეორე - უკრაინა აღარ იქნება დამოკიდებული ბიუროკრატიულ პროცედურებზე, რომელიც აძლევს ან არ აძლევს მას უფლებას, დახუროს ცა ფრთოსანი რაკეტებისგან დასაცავად. ჩვენ გვჭირდება მყარი და ხისტი გარანტიები, რომ ცა აუცილებელად დაიხურება", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

მისივე თქმით, უკრაინა არასდროს იქნება მილიტარისტული სახელმწიფო, რომელიც მეზობლებს თავს დაესხმება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა