კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ქალაქ მელიტოპოლის მერი გათავისუფლებულია

ნახვები: 353 ქალაქ მელიტოპოლის მერი გათავისუფლებულია

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ქალაქ მელიტოპოლის მერი გათავისუფლებულია. როგორც ქვეყნის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკომ განაცხადა, ოკუპანტების მიერ გატაცებული ივან ფედოროვი სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს და ის უსაფრთხოდ არის.

მისივე თქმით, მოგვიანებით ფედოროვს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით დაუკავშირდა და გათავისუფლება მიულოცა.

კირილ ტიმოშენკოს განცხადებით, მელიტოპოლის მერი უახლოეს დღეებში დაუბრუნდება მოვალეობის შესრულებას.

შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს რაიონის ქალაქი მელიტოპოლი 26 თებერვლიდან რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულია.

11 მარტს ცნობილი გახდა, რომ ქალაქის მერი ივან ფედოროვი გაიტაცეს. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ ფედოროვი რუსების მიერ ოკუპირებულ ლუგანსკში იმყოფება და „ტერორიზმის" მუხლით ასამართლებდნენ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა