ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პესკოვმა ჯო ბაიდენის მიერ ვლადიმერ პუტინის სამხედრო დამნაშავედ მოხსენიება „უპატიებელ და მიუღებელ რიტორიკად“ შეაფასა

ნახვები: 460 პესკოვმა ჯო ბაიდენის მიერ ვლადიმერ პუტინის სამხედრო დამნაშავედ მოხსენიება „უპატიებელ და მიუღებელ რიტორიკად“ შეაფასა

კრემლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ვლადიმერ პუტინის სამხედრო დამნაშავედ მოხსენიება უპატიებელ და მიუღებელ ნაბიჯად შეაფასეს.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ასეთი რიტორიკა მიუღებელი და უპატიებელია განსაკუთრებით იმ ქვეყნის ლიდერისგან, რომლის კუთვნილი ბომბებისგან ასი ათასობით ადამიანი დაიღუპა", - განაცხადა პესკოვმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავე დღეს, ჟურნალისტებთან საუბარში უწოდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ასე მოიხსენია.

„ვფიქრობ, პუტინი სამხედრო დამნაშავეა", - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა