ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

რუსეთი არ შეასრულებს გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნას-პესკოვი

ნახვები: 413 რუსეთი არ შეასრულებს გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნას-პესკოვი

რუსეთი არ შეასრულებს გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნას უკრაინაში საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„არა, ჩვენ არ შეგვიძლია ამ გადაწყვეტილების გათვალისწინება. საერთაშორისო სასამართლოს აქვს ასეთი ცნება როგორიცაა „მხარეთა თანხმობა". აქ არ შეიძლება იყოს რამენაირი თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში, ეს არის ის, რისი გათვალისწინებაც ჩვენ არ შეგვიძლია", - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ასევე განაცხადა, რომ მრავალი ადამიანი ასეთ რთულ დროში საკუთარ თავს მოღალატედ წარმოაჩენს.

„ასეთ რთულ დროს ძალიან ბევრი ადამიანი აჩვენებს თავის არსს და ძალიან ბევრი ადამიანი აჩვენებს საკუთარ თავს, რუსულად რომ ვთქვათ, მოღალატედ. ისინი თავად ქრებიან ჩვენი ცხოვრებიდან, ვიღაც მიდის თანამდებობიდან, ვიღაც აქტიური სამსახურეობრივი ცხოვრებიდან, ვიღაც ტოვებს ქვეყანას და სხვა სახელმწიფოებში გადადის. ასე ხდება ეს გაწმენდა. ვიღაც არღვევს კანონს და ამისთვის ეკისრება სასჯელი სასამართლო გადაწყვეტილებების შესაბამისად", - განაცხადა პესკოვმა რუსულ მედიასთან.

16 მარტს ჰააგაში მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ფედერაციას სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია: „არც ერთმა სამხედრო დანაყოფმა, ორგანიზაციამ თუ ცალკეულმა პირმა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის კონტროლს ექვემდებარებიან, არ უნდა განაგრძონ და დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ საომარი მოქმედებები, ასევე აგრესიის ესკალაცია".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა