კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მოლაპარაკებების პროცესში რუსეთის პოზიცია შერბილდა

ნახვები: 592 მოლაპარაკებების პროცესში რუსეთის პოზიცია შერბილდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების პროცესში რუსეთის პოზიცია შერბილდა. ამის შესახებ მიხაილო პოდოლიაკმა პოლონურ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

„შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო დროს რუსეთის დელეგაციის პოზიცია მკვეთრად შერბილდა. ახლა ისინი ობიექტურად აფასებენ გარესამყაროს და ძალიან სწორად იქცევიან. რა თქმა უნდა, მათი მსოფლმხედველობა პროპაგანდის გამო დამახინჯებულია“, – აცხადებს პოდოლიაკი.

პოდოლიაკის თქმით, რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის მიზანი ულტიმატუმების წაყენება იყო.

„ისინი სრულად აცნობიერებენ სირთულეებს, რომლის წინაშეც აღმოჩდნენ. მთელმა მსოფლიომ დაინახა, სიძლიერით მეორე არმია იძულებულია, დახმარება სთხოვოს ჩინეთს, ბელარუსს, ყაზახეთს და ყირგიზეთს, რადგან შეეჯახა უკრაინის წინააღმდეგობას, რომელიც სხვათაშორის არასდროს ყოფილა სამხედრო სახელმწიფო“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკის თქმით, ნათელია, რომ ასეთ სიტუაციაში უკრაინა არ დათანხმდება გაუმაძღარ კომპრომისებს, რომელიც უკრაინელების ინტერესებს დააზიანებს.

„ხალხი ბრძოლის ველზე იღუპება და ჩვენ რუსეთის პრეზიდენტს არ მოვუსმენთ“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა