ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მიხაილ პოდოლიაკი ​- ოლაფ შოლცი თავისი გაუბედაობის გასამართლებლად გვთავაზობს, გავყოთ რიგითი რუსები და პუტინი

ნახვები: 375 მიხაილ პოდოლიაკი ​- ოლაფ შოლცი თავისი გაუბედაობის გასამართლებლად გვთავაზობს, გავყოთ რიგითი რუსები და პუტინი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ეხმაურება გერმანიის კანცლერის განცხადებას იმის შესახებ, რომ მხოლოდ ვლადიმერ პუტინია პასუხისმგებელი უკრაინაში მიმდინარე ომზე. როგორც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პოდოლიაკი წერს, რუსების 71% ემხრობა უკრაინის წინააღმდეგ ომს.

„კანცლერი ოლაფ შოლცი თავისი გაუბედაობის გასამართლებლად გვთავაზობს, გავყოთ რიგითი რუსები და პუტინი, როგორც ომის ავტორი. ევროპაში ეს შეიძლება, გახდეს ცრუ ტენდენცია, ვინაიდან რუსების 71% კატეგორიულად ემხრობა უკრაინის წინააღმდეგ ომს და ჩვენი მოქალაქეების მასობრივ მკვლელობებს. გაითვალისწინეთ ეს“, – წერს მიხაილ პოდოლიაკი.

მანამდე, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გერმანიის კანცლერმა დაწერა, რომ „აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც ევროპაში რუსეთიდან ჩასულ პირებს შეურაცხყოფენ ან ფიზიკურად ესხმიან თავს, რადგან ეს არის პუტინის ომი. მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი ამაზე“, – აღნიშნავს შოლცი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა