ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

რუსეთი არ დაუშვებს „ეს-300“ ტიპის საბჭოთა სარაკეტო სისტემების უკრაინისთვის გადაცემას-ლავროვი

ნახვები: 403 რუსეთი არ დაუშვებს „ეს-300“ ტიპის საბჭოთა სარაკეტო სისტემების უკრაინისთვის გადაცემას-ლავროვი

რუსეთი არ დაუშვებს „ეს-300" ტიპის საბჭოთა სარაკეტო სისტემების უკრაინისთვის გადაცემას, ეს შეუძლებელია და უკანონო იქნება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მანამდე, უკრაინისთვის „ეს-300"-ის საჰაერო თავდაცვის კომპლექსების გადაცემის მზადყოფნა სლოვაკეთმა გამოთქვა, თუ ნატო-ს მოკავშირეებისგან დაუყოვნებლივ მიიღებს სხვა შეიარაღებას.

„ასევე განიხილება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა. პრაგმატული მიზეზებიდან გამომდინარე, ისინი მიიჩნევენ, რომ შეუძლიათ დაცვა ნატო-ს იმ წევრებს სთხოვონ, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა წარმოების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს ფლობენ. მინდა, შევახსენო ყველა ქვეყანას, რომლებსაც შეუძლიათ განიხილონ ეს იდეა, რომ საბჭოთა სისტემები და რუსული წარმოების სისტემები იქ განთავსებულია მთავრობათაშორისი შეთანხმებებისა და კონტრაქტების შესაბამისად, რომლებსაც ასევე აქვთ მომხმარებლის სერტიფიკატი. ეს სერტიფიკატი არ იძლევა მათი მესამე ქვეყნებში გაგზავნის უფლებას", - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვი არ დაუშვებს, რომ მსგავსი რისკები განვითარდეს.

„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი ტვირთი, რომელიც შევა უკრაინის ტერიტორიაზე და რომელსაც ჩვენ იარაღის გადატანად ჩავთვლით, გახდება კანონიერი სამიზნე. ეს სრულად გასაგებია, რადგან ჩვენ ვატარებთ ოპერაციას, რომლის მზიანია აღმოვფხვრათ რუსეთის ფედერაციის მიმართ ნებისმიერი საფრთხე, რომელიც უკრაინის ტერიტორიიდან მომდინარეობს", - განაცხადა ლავროვმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა