ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პუტინმა ოლაფ შოლცს უთხრა, რომ უკრაინა მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებას ცდილობს

ნახვები: 409 პუტინმა ოლაფ შოლცს უთხრა, რომ უკრაინა მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებას ცდილობს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.

სააგენტო „როიტერის" ინფორმაციით, ოლაფ შოლცმა პუტინს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. თითქმის ერთსაათიანი სატელეფონო საუბრის დროს, გერმანიის კანცლერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.

ამასთან, რუსული მედის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა ოლაფ შოლცს უთხრა, რომ კიევი მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებას ცდილობს და ახალ და არარეალურ მოთხოვნებს აყენებს.

მოლაპარაკებების პროცესზე კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტი პესკოვმაც, რომლის თქმითაც, უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებების ტემპების დაჩქარების მზადყოფნას არ გამოთქვამს.

ამასთან, პესკოვი აღნიშნავს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის დოკუმენტის ხელმოწერის ფორმატი და დონე დამოკიდებული იქნება ტექსტის მოდალობაზე, რომელიც ჯერ კიდევ შესათანხმებელია.

„ეს დამოკიდებული იქნება დოკუმენტის მოდალობაზე, რომელიც ჯერ შესათანხმებელია. ჯერ არ ჩავღრმავებივართ მოლაპარაკებების დეტალებს. შემიძლია, მხოლოდ განვაცხადო, რომ რუსეთის დელეგაცია გამოთქვამს მზადყოფნას, იმუშაოს ბევრად სწრაფად, ვიდრე ეს ახლა კეთდება. სამწუხაროდ, უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებების ტემპების დაჩქარების მზადყოფნას არ გამოთქვამს", - განაცხადა პესკოვმა შეკითხვაზე, თუ ვინ მოაწერს ხელს სამშვიდობო შეთანხმებას.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა