ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე კიევისა და მოსკოვის პოზიციები მაქსიმალურად დაახლოვდა

ნახვები: 381 უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე კიევისა და მოსკოვის პოზიციები მაქსიმალურად დაახლოვდა

უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ მედინსკი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებისას უკრაინის ნეიტრალურ სტატუსსა და NATO-ში არ შესვლაზე რუსეთისა და უკრაინის პოზიციები მაქსიმალურად დაახლოვდა.

განახლება: უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ მათივე მოთხოვნებს ასახავს.

„ნეიტრალური სტატუსის საკითხი და NATO-ში უკრაინის არ შესვლა არის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ეს ის თემებია, რომლებზეც მხარეებმა მაქსიმალურად დააახლოვეს პოზიციები", - განაცხადა მედინსკიმ.

მედინსკიმ ასევე აღნიშნა, რომ არსებობს ნიუანსები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.

„ნიუანსებია იმაზე, თუ რა უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს უკვე არსებულ გარანტიებთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ უარს იტყვის NATO-ს ბლოკში გაერთიანებაზე", - აღნიშნა მედინსკიმ.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების 3 რაუნდი ბელარუსში გაიმართა. ახლა კი მოლაპარაკებები ყოველდღიურად ონლაინ რეჟიმში იმართება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ კიევმა ავსტრიული ან შვედური ნეიტრალიტეტის მეთოდით დემილიტარიზაციის წინადადება დააყენა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა კი განაცხადა, რომ უკრაინა ითხოვს ნეიტრალიტეტის სპეციალურ, უკრაინულ მოდელს, რასაც სამართლებრივი ძალა ექნება და უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა