საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

მოსკოვთან მოლაპარაკებები შესაძლოა, კვირები გაგრძელდეს-პოდოლიაკი

ნახვები: 379 მოსკოვთან მოლაპარაკებები შესაძლოა, კვირები გაგრძელდეს-პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლოა, კვირების განმავლობაში გაგრძელდეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ პოდოლიაკმა „ბლუმბერგთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებებში საკვანძო საკითხებს უსაფრთხოების გარანტიები, ცეცხლის შეწყვეტა, რუსეთის ჯარების გაყვანა და სადაო ტერიტორიების პოლიტიკური დარეგულირება წარმოადგენს. პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ მხარეების ურთიერთგამომრიცხავი პოზიციების გამო, მოლაპარაკებები შესაძლოა, კვირების განმავლობაში გაგრძელდეს, თუმცა მისივე თქმით, მოსკოვის პოზიციები ბევრად ადეკვატური გახდა.

„არის გარკვეული საკითხები, რომლებზეც დათმობებზე წასვლას არ ვაპირებთ. ჩვენ არ შეგვიძლია, დავთმოთ რომელიმე ტერიტორია. ის, რაც შეიძლება რამდენიმე დღეში მოხდეს, ცეცხლის შეწყვეტაა, რომელიც მეტი ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის საშუალებას მოგვცემს", - განაცხადა პოდოლიაკმა.

ასევე, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის განაცხადებით, რუსეთის არმიის ტაქტიკა მოიცავს დიდი ქალაქების ალყაში მოქცევას და ფრთოსანი რაკეტებით და საჰაერო დარტყმებით დაბომბვას ჰუმანიტარული ანკლავების შექმნის მიზნით. მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში სირიის ან ავღანეთის ომის სცენარის შექმნას ცდილობს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა