კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

განცხადება ცის არდაკეტვაზე რუსეთს აქეზებს-პოდოლიაკი

ნახვები: 443 განცხადება ცის არდაკეტვაზე რუსეთს აქეზებს-პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ დასავლელი ლიდერების მხრიდან განცხადებები, რომ NATO უკრაინის ცას არ დახურავს რუსეთს აქეზებს, რომ უკრაინაში ადამიანების მასობრივი მოკვლა გააგრძელოს.

პოდოლიაკი გამოეხმაურა გერმანიის თავდაცვის მინისტრის ქრისტინ ლამბრეხტის გუშინდელ განცხადებას გერმანულ მედიასთან, რომ NATO რუსეთ-უკრაინის ომში არ ჩაერთვება და უკრაინაში ცას არ დახურავს.

"გერმანიის მინისტრმა ლამბრეხტმა ღიად თქვა: „NATO არ ჩაერევა კონფლიქტში და არ დახურავს ცას უკრაინაში". ყოველი ასეთი განცხადება ევროკავშირის პოლიტიკოსების მხრიდან აქეზებს რუსეთს, რომ უკრაინაში მასობრივი მკვლელობები მოაწყოს. თუ არ აღიარებთ ომს და პუტინის გეშინიათ, მინიმუმ პროვოკაციულ განცხადებებს მაინც ნუ გააკეთებთ." - ტვიტერზე წერს მიხაილო პოდოლიაკი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა