თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ვოლოდიმირ ზელენსკი - ოკუპანტებმა რაც მარიუპოლს გაუკეთეს, არის ტერორი

ნახვები: 421 ვოლოდიმირ ზელენსკი - ოკუპანტებმა რაც მარიუპოლს გაუკეთეს, არის ტერორი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ის, რაც ოკუპანტებმა მარიუპოლს გაუკეთეს, არის ტერორი, რომელიც საზოგადოებას საუკუნეების შემდეგაც ემახსოვრება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გვიან ღამით გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ბლოკადაში მოქცეული მარიუპოლი შევა პასუხისმგებლობის ისტორიაში სამხედრო დანაშაულებისთვის. ის, რაც ოკუპანტებმა მშვიდობიან ქალაქს გაუკეთეს, არის ტერორი, რომელიც ემახსოვრებათ საუკუნეების შემდეგაც. და რაც უფრო მეტს ეუბნებიან ამის შესახებ უკრაინელები მსოფლიოს, მით უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენ. რაც უფრო მეტ ტერორს მიმართავს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ, მით უარესი შედეგები დგება მისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა, რომ ალყაშემორტყმულ ქალაქში რუსეთის ძალების დარტყმების შედეგად დაუზიანებელი არც ერთი შენობა აღარ დარჩა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთი ბლოკავს სასაფლაოებს, რის გამოც გარდაცვლილებს ცენტრალურ პარკში კრძალავენ. ქალაქში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა შექმნილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა