კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ეპიდსიტუაცია თანდათან დასტაბილურდა-ამირან გამყრელიძე

ნახვები: 480 ეპიდსიტუაცია თანდათან დასტაბილურდა-ამირან გამყრელიძე

კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებული ეპიდსიტუაცია თანდათან დასტაბილურდა. ყოველდღიური შემთხვევების კლების ტენდენცია გრძელდება, ინციდენტობის, დადებითობის, ასევე რეპროდუქციის ინდექსი უფრო მცირდება. მნიშვნელოვანია, რომ იკლებს სიკვდილიანობა, - ამის შესახებ დაავადებათა კონრტოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შემცირებულია სამედიცინო სექტორზე დატვირთვაც.

„საავადმყოფოებში დღეს დილისთვის წევს 801 ადამიანი, აქედან რეანიმაციაშია 222. ეპიდსიტუაცია სტაბილურია, სრულად მართვადია ქვეყანაში. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ მარტის განმავლობაში ეს უნდა გაგრძელდეს. სამწუხაროდ, მოგეხსენებათ, რომ ძალიან დაბალია აცრის მაჩვენებელი. თუ ჩვენ იანვარში გვქონდა ყოველდღიური 7 000, თებერვალში 3 000, მარტში გვაქვს 1000. ეს ძალიან ცუდია, რადგან იმუნური ფენა ჯერჯერობით საქართველოში აცრის შემდგომ დაბალია. აცრილია მხოლოდ მოზრდილი მოსახლეობის 43.6%, ბუსტერი აქვს გაკეთებული 8%-ს. ამიტომ, ძალიან სიფრთხილე გვმართებს, რადგან მოგეხსენებათ მთელ რიგ ქვეყნებში იგივე „ომიკრონის" მეორე ტალღა აღინიშნება: ავსტრიაში, დანიაში, ბრიტანეთში. საკმაოდ რთული მდგომარეობაა ჰონკონგში. ასევე ჩინეთის ქალაქებში იმატებს რაოდენობა. იქ, სადაც აცრის მოცვის მაჩვენებელი დაბალია, შესაძლებელია, კვლავ იყოს გარკვეული მატების ტენდეცია. მთავარი მოწოდება ისევ და ისევ, იმუნური ფენის გაძლიერებაა. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია ბუსტერი, რადგან ბუსტერი იცავს რეალურად, როგორც ინფიცირების, ასევე დამძიმებისგან და სიკვდილიანობისგან", - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება „დელტამიკრონს", გამყრელიძის თქმით, წინასწარი მონაცემებით, აღნიშნულ შტამს „დელტას" მსგავსი გართულებები არ ახასიათებს.

„დელტამიკრონი" ეს ჰიბრიდია „დელტასი" და „ომიკრონის". ჯერჯერობით მხოლოდ ერთეული შემთხვევებია სეკვენირებით დადგენილი სხვადასხვა ქვეყნებში. წინასწარი ინფორმაციით, მას „დელტას" სიმძიმე არ ახასიათებს და ჭარბობს „ომიკრონის" თვისებები, რომელიც უფრო მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ. ჩვენი ცენტრი აკეთებს შტამების მონიტორინგს, გვაქვს რამდენიმე ბაზა, საიდანაც ვაკვირდებით და ვაკეთებთ სეკვენირებას. ჯერჯერობით, ჩვენთან არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა თუმცა, ალბათობა ყველა ქვეყანაში არის რომ ახალი შტამი გაჩნდეს", - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა