კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ზელენსკიმ საომარი მდგომარეობის პირობებში ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის განხორციელების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

ნახვები: 365 ზელენსკიმ საომარი მდგომარეობის პირობებში ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის განხორციელების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

რა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის პირობებში ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის განხორციელების შესახებ.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაშია ნათქვამი.

უკრაინული მედიის ცნობით, პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, საომარი მდგომარეობის პირობებში უნდა მოხდეს ყველა ეროვნული ტელეკომპანიის გაერთიანება სტარტეგიული კომუნიკაციების ერთიან საინფორმაციო პლატფორმაზე, რაც გულისხმობს 24-საათიან საინფორმაციო მარათონს.

პრეზიდენტის განკარგულებას აკრიტიკებს პეტრო პოროშენკოს პარტიის „ევროპული სოლიდარობის" ფრაქციის წევრი, ტელეკომპანია „ესპრესოს" დამფუძნებელი ნიკოლაი კნიაჟიცკი და აღნიშნულ გადაწყვეტილებას უსამართლოს და უკანონოს უწოდებს.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთან" ამბობს, რომ პრეზიდენტის განკარგულება არ ითვალისწინებს რომელიმე ტელეკომპანიის დახურვას.

„საუბარია ერთიან ნაციონალურ ტელემარათონში ნაწილობრივ ან მთლაინად ჩართვის აუცილებლობაზე, თუმცა არხებს აქვთ გარკვეული შემოქმედებითი თავისუფლება. სხვა საქმეა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დროს უნდა იყოს მეტ-ნაკლებად ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკა ტელესივრცეში", - განაცხადა პოდოლიაკმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა