კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კიევი რუსული ჯარების მთავარ სამხედრო სამიზნედ რჩება

ნახვები: 520 კიევი რუსული ჯარების მთავარ სამხედრო სამიზნედ რჩება

რუსი ოკუპანტები უკრაინის სამხრეთში მდებარე ნიკოლაევის გვერდის ავლასა და დასავლეთისკენ, ოდესის მიმართულებით წინ წაწევას ცდილობენ, იმის მიუხედავად, რომ მათ ძალებს, რომლებიც ყირიმიდან მიიწევენ წინ, ერთი კვირის განმავლობაში დიდი პროგრესისთვის არ მიუღწევიათ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.

„რუსეთის საზღვაო ძალები აგრძელებენ უკრაინის სანაპიროების ბლოკირებას და ახორციელებენ სარაკეტო დარტყმებს უკრაინის ობიექტებზე", - აღნიშნეს სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, უკრაინის სანაპიროების ბლოკადამ შესაძლოა, გააუარესოს ჰუმანიტარული მდგომარეობა უკრაინაში და სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონლის მიწოდებას შეუშალოს ხელი.

გარდა ამისა, ბრიტანული დაზვერვის ცნობებით, შეტევითი ოპერაციების წარუმატებლობის მიუხედავად, კიევი რჩება რუსული ჯარების მთავარ სამხედრო სამიზნედ და ოკუპანტებმა შესაძლოა, უახლოეს კვირებში სცადონ, უკრაინის დედაქალაქის ალყაში მოქცევა.

რუსეთის ფედერაციის ძალების 2/3, რომელიც ქალაქისკენ ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მიიწევდა, შეჩერდა. ჰოსტომელიდან ჩრდილო-დასავლეთისკენ მიმავალი ჯარები უკრაინელების სასტიკმა წინააღმდეგობამ მოიგერია.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა