საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ზელენკი-პუტინის შეხვედრა ნაადრევია, შეთანხმება არ არსებობს-პესკოვი

ნახვები: 396 ზელენკი-პუტინის შეხვედრა ნაადრევია, შეთანხმება არ არსებობს-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლო შეხვედრაზე "საუბარი ნაადრევია", რადგან "ისინი ვერაფერს დააფიქსირებენ, შეთანხმება არ არსებობს".

"იმისთვის, რომ ისაუბრო ორი პრეზიდენტის შეხვედრაზე, ჯერ შენი საშინაო დავალება უნდა შეასრულო, ანუ უნდა გაატარო და შეათანხმო მოლაპარაკებების შედეგები. ჯერჯერობით, მნიშვნელოვანი პროგრესი არ არის მიღწეული.", - თქვა პესკოვმა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა
პესკოვმა, ასევე უპასუხა შეკითხვას, მოლაპარაკებების დროს ცეცხლის შეჩერების შესაძლებლობის შესახებ: "ნებისმიერ გაჩერებას გამოიყენებენ ნაციონალისტები, გადაჯგუფებისა და თავდასხმის მიზნით, გამოიყენებენ რუსეთის სამხედროებზე თავდასხმების გასაგრძელებლად... ეს არაერთხელ მომხდარა. ეს ართულებს პროცესს".

მან, ისევ უკრაინული მხარე დაადანაშაულა ჰუმანიტარული დერეფნების ჩაკეტვაში და თქვა, რომ "სწორედ ნაციონალისტები არ უშვებენ" მშვიდობიან მოსახლეობას. კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ ხალხი ვერ ტოვებს დაბომბილ ქალაქებს რუსეთის მხრიდან ჰუმანიტარული დერეფნების განუწყვეტელი დაბომბვის გამო.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა