ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

იმოქმედეთ, რომ დადგეს მშვიდობა-ზელენსკი

ნახვები: 383 იმოქმედეთ, რომ დადგეს მშვიდობა-ზელენსკი

თქვენ ახლა განგაშის ხმა 20 წამის განმავლობაში გესმოდათ, ჩვენ საათებია, გვესმის, - უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მან კამერების წინ 20 წამის განმავლობაში განგაშის სიგნალი ჩართო.

ვოლოდიმერ ზელენსკიმ გერმანიას და ევროპის ქვეყნებს მიმართა.

„გერმანელებო, თქვენ ძალა გაქვთ. ევროპას აქვს ძალა, ნებისმიერ რაკეტაზე ძლიერი, ნებისმიერ ტანკზე ძლიერი. თქვენთან ვაჭრობის გარეშე, თქვენი ბანკების და კომპანიების გარეშე, რუსეთს ამ ომისთვის ფული არ ექნება. დაე, დადგეს მშვიდობა მალე და თქვენ ეს შეგიძლიათ. თქვენ უნდა დაიცვათ თავი. არ დააფინანსოთ, გთხოვთ, რუსული ომის მანქანა. არც ერთი ევრო ოკუპანტებისთვის. დახურეთ თქვენი პორტები, უარი თქვით რუსულ ენერგორესურსებზე. ზეწოლა მოახდინეთ, რომ რუსეთი უკრაინიდან გავიდეს. მე მჯერა, ვიცი, რომ მშვიდობა შესაძლებელია, მაგრამ თქვენ უნდა იმოქმედოთ. იმოქმედეთ, იმოქმედეთ, რომ დადგეს მშვიდობა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა