თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი-ღარიბაშვილი

ნახვები: 462 უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი-ღარიბაშვილი

მთელმა მსოფლიომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს უკრაინაში ომი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარება გაგრძელდეს.

„კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ეს უნდა დავგმოთ ყველამ ერთად და საერთაშორისო თანამეგობრობამ, მთელმა მსოფლიომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი. აქვე მინდა, დავამატო, ვუერთდები მსოფლიო ლიდერების მოწოდებას საკუთარი მოქალაქეების მიმართ და კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ თითოეული მოქალაქე, მათი სიცოცხლე ჩემთვის და ჩვენთვის, ყველასთვის არის ძალიან ძვირფასი. ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, ისევე, როგორც გამოვხატეთ მთელმა ქვეყანამ, მთელმა საქართველომ, მოსახლეობამ, ქართველმა ხალხმა სოლიდარობა. აღარ მინდა, გავიმეორო, რომ ასობით ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ, უპრეცედენტო იყო მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. საჭიროა, რომ ეს ჰუმანიტარული პროცესი, ჰუმანიტარული დახმარება გაგრძელდეს და ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა