ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გრიგოლ ვაშაძე - ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება

ნახვები: 925 გრიგოლ ვაშაძე - ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება

ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება, – ამის შესახებ უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ ეთერში განაცხადა. გადაცემის წამყვანმა ვაშაძეს გიგა ბოკერიაზე ჰკითხა, რომელმაც ვაშაძის განცხადებას, რომ საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით პრეტენზია ვერ ექნება, კატასტროფული უწოდა.

„ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და კიდევ გაგიმეორებთ, გიგა ბოკერიას აზრი ისე მაინტერესებს, როგორც გუშინწინ დამდნარი თოვლი. რაც უნდა ის ილაპარაკოს, უხეშ სიტყვებს არ ვიხმარ, აბსოლუტურად არ მაინტერესებს.

ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება. პირველი, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას გენერალურ ასამბლეაზე დაუჭირა მხარი; რუსეთის ფედერაციის გარიცხვას ევროპის საბჭოდან დაუჭირა მხარი; დიდი ბრიტანეთის ინიციატივას, რომ გაერო-ს საერთაშორისო  სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ აღძრულიყო საქმე იმის გამო, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევით უკრაინის წინააღმდეგ აგრესია, დაუჭირა მხარი.

არ ვთქვათ ეს? ანუ ვთქვათ, რომ ეს არ გაუკეთებია საქართველოს ხელისუფლებას?! მაპატიეთ და ხომ იდიოტიზმია?! შეიძლება მეტი გააკეთოს? ამისთვის უნდა გვქონდეს ზუსტად იმ ხარისხის და იმ რაოდენობის ინფორმაცია, რომელიც აქვს ხელისუფლებას. მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენი უკრაინელი მეგობრები უკმაყოფილო არიან. ამასაც ხაზი უნდა გავუსვათ, მაგრამ ის, რაც გაკეთებულია, ამაზე უნდა ვთქვათ, რომ გაკეთებულია. ოპოზიციის ქარცხეცხლში გიგა ბოკერიას ნუ მოიხსენიებთ, იმიტომ, რომ ოპოზიცია გაცილებით უფრო ფართო და ყოვლის მომცველი კატეგორიაა, ვიდრე ერთ პროცენტიანი პარტიის წარმომადგენელი“, – განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა