ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის მიერ გამოგზავნილ მონებს არასდროს უნახავთ ამდენი თავისუფალი ადამიანი

ნახვები: 345 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის მიერ გამოგზავნილ მონებს არასდროს უნახავთ ამდენი თავისუფალი ადამიანი

რუსეთის მიერ გამოგზავნილ მონებს არასდროს უნახავთ ამდენი თავისუფალი ადამიანი მოედნებსა და ქუჩებში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სხვადასხვა უკრაინული ქალაქების მოსახლეობას მიმართა, მათ შორის, მარიუპოლის, ხერსნის, ბერდიანსკის, კახოვკის, მელიტოპოლის, ენერგოდარის, რომლებიც რუსულ ძალებს დაკავებული ან ალყაში აქვთ მოქცეული.

ზელენსკის თქმით, ოკუპანტებს არასდროს უნახავთ ათასობით ადამიანი, რომლებსაც არ ეშინიათ იარაღიანი მონების.

„მონები თავისუფლებას სიველურედ და საფრთხედ აღიქვამენ. მათ ეშინიათ. პროპაგანდისტებს ამ შიშის სიძულვილად გადაქცევა შეუძლიათ. შემდეგ კი მოჰყვება ცეცხლის გახსნა მშვიდობიანი თავისუფალი ხალხის მისამართით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხერსონში თავისუფალ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს პროპაგანდის მონებმა, რომლებიც მიეჩვივნენ ყველას დაკავებას – მოხუცის თეთრი პლაკატით ხელში, გოგონასი, რომელსაც ხელში უჭირავს ფურცელი წარწერით „მშვიდობა“.

„ხერსინო, გამაგრდი. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ამ კადრებს თქვენი ქალაქიდან. თქვენს მოედნებსა და ქუჩებში ჩვენ თქვენთან ერთად ვიყავით, ჩვენი სახელმწიფოს 40 მილიონი უკრაინელი თქვენთან იყო.

ჩვენთან რუსეთი არაა. დაიმახსოვრეთ. აქ წინააღმდეგობას ორგანიზება არ სჭირდება. წინააღმდეგობა უკრაინელებისთვის სულის თვისებაა. და მინდა, რომ თქვენ, სამხრეთით მყოფო ჩვენო უკრაინელებო, წამითაც არ იფიქროთ, თითქოს უკრაინას თქვენ არ ახსოვხარ.

ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ გიჭირთ, როდესაც თქვენ გტკივათ, როდესაც თქვენ წინააღმდეგობას უწევთ, ყველაფრის მიუხედავად, გთხოვთ, იცოდეთ, რომ ჩვენ ამ დროს გული გვეგლიჯება, ვინაიდან ჩვენ თქვენს გვერდით არ ვართ. ჩვენ უფალს შევთხოვთ, რომ მხარი დაგიჭიროთ, ვიდრე ჩვენ არ განვდევნით უცხოებს. თქვენი პროტესტი არის გმირობა. ეს არის ბედნიერება, რომ ჩვენ ასეთი ადამიანები გვყავს.

მივმართავ ყველა უკრაინელს. გააკეთეთ ყველაფერი ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად. ჩვენი ერის გადასარჩენად. იბრძოლეთ, იომეთ და დაეხმარეთ. განდევნეთ ეს მონები! განდევნეთ ოკუპანტები! რომ უკრაინამ იცოცხლოს და ჩვენ ყველამ მასთან ერთად. თავისუფალმა და მშვიდობიანმა უკრაინამ, რომელიც ჩვენ ასე გვიყვარს. დიდება უკრაინას!“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა