კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროკავშირს სწრაფი რეაგირების ძალები ეყოლება

ნახვები: 355 ევროკავშირს სწრაფი რეაგირების ძალები ეყოლება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მიერ დამტკიცებული თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, „სტრატეგიული კომპასის“ თანახმად, ევროკავშირს ეყოლება სწრაფი რეაგირების ძალები. როგორც ევროკავშირის საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, ევროკავშირს სხვადასხვა სახის კრიზისებზე რეაგირებისთვის შეეძლება ხუთი ათასამდე ჯარისკაცის სწრაფი მობილიზება.

დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირის სამხედრო დანაყოფი სრულად იქნება ქმედით უნარიანი 2025 წლისთვის.

ამას გარდა, დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლიდან ევროკავშირი ჩაატარებს რეგულარულ სამხედრო წვრთნებს როგორც ზღვაში, ისე ხმელეთზე.

„ევროკავშირმა ახლახანს დაამტკიცა „სტრატეგიული კომპასი“. ის ევროკავშირს აძლევს აუცილებელი ინსტრუმენტების ნაკრებს, რათა ის გახდეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ნამდვილი გეოპოლიტიკური მოთამაშე ნატო-სთან ერთად. ეს მხოლოდ მოგზაურობის დასაწყისია. ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად წარმატებით დავუჭერთ მხარს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა