ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მოლდოვა, საქართველო და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნები მუდმივი დაშინების, მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პირდაპირი საფრთხეების წინაშე დგანან

ნახვები: 364 მოლდოვა, საქართველო და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნები მუდმივი დაშინების, მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პირდაპირი საფრთხეების წინაშე დგანან

„საქართველოსა და მოლდოვის წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის რუსეთის მტრული ჩარევა, სამხედრო ინსტრუმენტებისა და ჰიბრიდული ტაქტიკის ფართო გამოყენება საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნების სტაბილურობას და მათ დემოკრატიულ პროცესებს და პირდაპირ აისახება ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ამ ქვეყნებთან და მტკიცე მხარდაჭერისა და ერთგულების დადასტურებას მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან, როგორც ევროკავშირის ახლო პარტნიორებთან, გაძლიერდება კონკრეტული დიალოგი და თანამშრომლობა, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჰიბრიდული საფრთხეებისთვის, დეზინფორმაციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კიბერუსაფრთხოება“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც საბოლოოდ ევროკავშირის ლიდერებმა 24-25 მარტს დაგეგმილ სამიტზე უნდა დაამტკიცონ.

​„უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, გაერო-ს წესდების პრინციპებს და ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ეს მოხდა საქართველოში 2008 წელს სამხედრო აგრესიის, ასევე 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ჩარევის შემდეგ. საქართველოსა და უკრაინაში შეიარაღებული ჩარევით, ბელარუსის დეფაქტო კონტროლით, ასევე გაჭიანურებულ კონფლიქტების ზონაში, მათ შორის მოლდოვის რესპუბლიკაში, რუსეთის სამხედრო დანაყოფების განთავსებით რუსეთის მთავრობა აქტიურად მიისწრაფის ე.წ. გავლენის სფეროების დაწესებისკენ“, – ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მიერ დამტკიცებული თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტში სახელწოდებით „სტრატეგიული კომპასი”.

როგორც ევროკავშირის სტრატეგიაშია ნათქვამი, აღმოსავლეთ სამეზობლოში რუსეთის შეიარაღებული ძალები პირდაპირ ესხმიან თავს უკრაინას, ხოლო მოლდოვა, საქართველო და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნები მუდმივი დაშინების, მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პირდაპირი საფრთხეების წინაშე დგანან და გაჭიანურებული კონფლიქტების ხაფანგში არიან მოქცეული.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა