კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თბილისისა და რეგიონების სკოლებში უკრაინიდან ჩამოსული 58 ბავშვი ჩაირიცხა

ნახვები: 335 თბილისისა და რეგიონების სკოლებში უკრაინიდან ჩამოსული 58 ბავშვი ჩაირიცხა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თბილისის 98-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული რამდენიმე მოსწავლე უკვე ჩაირიცხა. განათლების სამინისტროს ცნობით, მინისტრმა მოსწავლეები საკლასო ოთახებამდე მიაცილა და მათ ახალი მეგობრები გააცნო.

უწყების ცნობით, მიხეილ ჩხენკელმა სკოლის დირექტორთან ერთად მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა, ბავშვების საჭიროებებს პირადად გაეცნო და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად მათთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის დეტალები განიხილა.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო და კერძო სკოლებში ინტენსიურ რეჟიმში უზრუნველყოფს უკრაინიდან ჩამოსული ბავშვების გამარტივებული წესით ჩარიცხვას. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სკოლებში ჩარიცხვის სურვილი სხვადასხვა ასაკის 110 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა, მათგან 58 უკვე ჩარიცხულია, 52 კი, უმოკლეს ვადაში ჩაირიცხება. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას უწევენ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს ათობით დაინტერესებულმა პირმა მიმართა“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა