ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ბორისპოლის მერი მოქალაქეებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს

ნახვები: 493 ბორისპოლის მერი მოქალაქეებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს

 

ბორისპოლის მერი ვლადიმირ ბორისენკო მოქალაქეებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მუშაობას გაუმარტივებს. შესაბამისი განცხადება ბორისენკომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

„მივმართავ სამოქალაქო მოსახლეობას, გამოიჩინონ გონიერება, მიმართონ ჩვენს ქოლ-ცენტრს და შესაძლებლობის შემთხვევაში, გავიდნენ ქალაქიდან. ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, გავიყვანთ, ვისაც აქვს – ორგანიზებულად ავტომობილების კოლონებით შეგიძლიათ გახვიდეთ.

როგორც აჩვენებს იმ ადგილების პრაქტიკა, სადაც ახლა ბრძოლები მიმდინარეობს, რაც უფრო ნაკლები სამოქალაქო საზოგადოება იმყოფება ქალაქში, მით უფრო უმარტივდებათ მუშაობა შეიარაღებულ ძალებს. ამიტომ ახლა ქალაქში ყოფნის საჭიროება არ არის. ბრძოლები უკვე გარშემო მიმდინარეობს“, – მიმართა მერმა ქალაქის მოსახლეობას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა