თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

უკრაინა ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში დათმობებზე არ მიდის-პოდოლიაკი

ნახვები: 397 უკრაინა ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში დათმობებზე არ მიდის-პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის და ამავდროულად, რუსეთის ფედერაციასთან მიმდინარე მოლაპარაკებების დროს უკრაინული დელეგაციის წევრის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, მომლაპარაკებლებს შორის კონტაქტი ყოველდღიურად მიმდინარეობს. მისი თქმით, უკრაინა ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში დათმობებზე არ მიდის. ამის შესახებ პოდოლიაკმა „ბიბისისთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ვირტუალური მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს. ბევრი სადავო საკითხია, რადგან პრეზიდენტმა მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების ფუნდამენტური გარანტიების შესახებ, ანუ რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ასპექტები. ონლაინრეჟიმში მიმდინარე მოლაპარაკებებში ბევრი საკონსულტაციო ჯგუფია ჩართული", - განაცხადა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების სტრუქტურა რთულია. არის მომლაპარაკებელი ჯგუფი და სხვა ბევრი ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა ფორმატში მუშაობენ. გარდა ამისა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ორივე მხარის პოლიტიკური მრჩევლები.

„პოლიტიკური მრჩევლები აქტიურად მუშაობენ საკონსულტაციო რეჟიმში. გარდა ამისა, არის იურიდიული ჯგუფები, რომლებმაც ყველაფერი უნდა გადაამოწმონ. ასევე არსებობს საკონსულტაციო ჯგუფები, რომლებიც აანალიზებენ იმას, როგორ აღიქვამს ამას უკრაინული საზოგადოება", - დაამატა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დელეგაციებს შორის არსებობს შეთანხმება, რომ არ განიხილონ „სამშვიდობო დოკუმენტის" განვითარება იქამდე, ვიდრე მხარეები არ შეთანხმდებიან იმ კომპრომისულ პოზიციაზე, რომლის გასაჯაროებაც შესაძლებელია.

ამის მიუხედავად, „რუსულ მხარეს ხშირად გამოაქვს ღიად საკუთარი ამბები", რათა უკრაინულ მხარეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს და უკრაინულ საზოგადოებაში კონფლიქტი გამოიწვიოს.

„არის რუსეთის ფედერაციის პოზიცია - ეს არის პროპაგანდა, მათ თავი ჩაიგდეს ილუზიაში იმაზე, თუ როგორ არის სამყარო აგებული. არის უკრაინული პოზიცია, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ საჯაროდ გამოთქვა: ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ჩვენთვის მთავარი ღირებულებებია. წერტილი. რაც შეეხება თავად მოლაპარაკების პროცესს, ეს მიმდინარეობს იმისთვის, რომ გავიგოთ, სად და რამდენად შევთანხმდებით. თუ ვერ შევთანხმდებით, ვიტყვით. უკრაინა დათმობებზე არ მიდის, რადგან ეს არის ჩვენი თავისუფლება და მთლიანობა", - განაცხადა პოდოლიაკმა.

აქვე პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ არ იცის, რისთვის არის რუსეთის ფედერაცია მზად. მისი თქმით, რუსებს ცუდად ესმით თანამედროვე სამყარო და უკრაინა, ომამდე „სუსტი ანალიტიკის" გამო, ისინი საბედისწერო შეცდომებს უშვებდნენ", რადგან არასწორად შეაფასეს, როგორც საკუთარი, ისე უკრაინის რესურსები

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა