კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნეიტრალიტეტზე საუბარი დასტურია, რომ ოცნება სიტუაციას ამოწმებს-სამნიძე

ნახვები: 413 ნეიტრალიტეტზე საუბარი დასტურია, რომ ოცნება სიტუაციას ამოწმებს-სამნიძე

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ე.წ. საექსპერტო წრეებში ნეიტრალიტეტზე დისკუსია კიდევ ერთი დასტურია, რომ ქართული ოცნება სიტუაციას ამოწმებს.

მისი თქმით, ქართული ოცნება ვერც კონსტიტუციას შეცვლის და ვერც საქართველოს მოქალაქეებს დაარწმუნებს, რომ ამ ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ სჭირდება.

"დისკუსია ე.წ. საექსპერტო წრეებში ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი დასტური, რომ ქართული ოცნება ამოწმებს სიტუაციას, სწავლობს ვითარებას და მან კარგად უნდა გაიაზროს, რომ ჩვენს ქვეყანაში არის არჩევანი გაკეთებული ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციაში წერია, რა არის ჩვენი ქვეყნის არჩევანი, ვერც კონსტიტუციას შეცვლის ქართული ოცნება და ვერც საქართველოს მოქალაქეებს დაარწმუნებს იმაში, რომ ამ ქვეყანას არ სჭირდება ევროატლანტიკური ინტეგრაცია", - თქვა სამნიძემ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა