თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ალექსეი ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ნახვები: 328 ალექსეი ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გარდა ამისა, ოპოზიციონერს 1,2 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს, რაც ამჟამინდელი კურსით დაახლოებით 11,5 ათასი დოლარია.

მოსკოვის სასამართლომ ნავალნი დამნაშავედ სცნო თაღლითობისა და სასამართლოსადმი უპატივცემულობის საქმეებში. გასულ კვირას პროკურატურმა ოპოზიციონერისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.

სისხლის სამართლის ახალ საქმეზე პროცესი 15 თებერვალს დაიწყო. სხდომები N2 კოლონაში მიმდინარეობდა, სადაც ნავალნი სასჯელს იხდის მას შემდეგ, რაც ივ როშეს საქმეზე პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალეს.

თაღლითობის შესახებ პროკურატურამ საქმე 2020 წლის ბოლოს აღძრა. გამოძიების მტკიცებით, ნავალნიმ პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც კორუფციასთან ბრძოლისა და სხვა ფონდებში იყო ჩარიცხული. სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის საქმე მაშინ გაჩნდა, როცა ვეტერანის მიმართ ცილისწამების საქმეზე პროცესი მიმდინარეობდა. საქმე 2021 წლის მაისში აღძრეს, შემდეგ კი თაღლითობის პროცესთან გააერთიანეს.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ 16 ადამიანი დაკითხა, მათ შორის დაზარალებულები, ექსპერტები და მოემწეები. ამასთან, ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმემ კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თანამშრომელმა, ფედრო გოროჟანკომ განაცხადა, რომ ნავალნის წინააღმდეგ ბრალდებები აბსურდულია. მოგვიანებით, გოროჟანკომ თქვა, რომ რუსეთი დატოვა.

სასამართლოში გამოვიდა დაცვის მხარის 30 მოწმე, რომლებიც ფონდის მუდმივი შემწირველები იყვნენ, მაგრამ თავს დაზარალებულად არ ცნობენ.

11 მარტს დაკითხეს თვითონ ნავალნიც. აღძრულ საქმეს მან ფალსიფიცირებული უწოდა. მოსამართლე ვერა აკიმოვას, რომლის უპატივცემულობაშიც ოპოზიციონერი დაადანაშაულეს, ნავალნიმ არაპროფესიონალი და "სულელი ქალი" უწოდა.

"რისთვის შევქმენი ეს ორგანიზაცია? მე ის შევქმენი - ჩაწერეთ, გთხოვთ, პროტოკოლში - რადგან მეზიზღება ეს ხელისუფლება", - თქვა ნავალნიმ.

2020 წლის აგვისტოში ალექსეი ნავალნი მოწამლეს. თვითმფრინავში შეუძლოდ გახდომისა და ომსკის კლინიკაში ორდღიანი ყოფნის შემდეგ, ოპოზიციონერი გერმანიაში გადაიყვანეს. სექტემბერში ნავალნი კომიდან გამოვიდა და გერმანიაში რეაბილიტაცია გააგრძელა. რამდენიმე თვის შემდეგ რუსეთში სასჯელის აღსრულების ფედერალურმა ბიურომ სასამართლოს მიმართა, რომ ნავალნის პირობითი მსჯავრი, რომელიც მან ივ როშეს საქმეზე მიიღო, რეალურით ჩაენაცვლებინა.

2021 წლის 17 იანვარს ნავალნი რუსეთში დაბრუნდა. ის აეროპორტში დააკავეს და მას შემდეგ ციხეში იმყოფება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა