თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

დროა, დასრულდეს ეს აბსურდული ომი-ანტონიო გუტიერეში

ნახვები: 466 დროა, დასრულდეს ეს აბსურდული ომი-ანტონიო გუტიერეში

გაერო-ს გენერალური მდივანის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენა ყველგან იგრძნობა და შესაძლოა, მალე მთელი მსოფლიო შიმშილის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.

აღნიშნულის შესახებ ანტონიო გუტიერეშმა გაერო-ს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გუტიერეშის თქმით, რუსეთმა ერთი თვის წინ დაიწყო მასშტაბური შეჭრა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე, გაერო-ს წესდების დარღვევით და მას შემდეგ მსოფლიო უყურებს ადამიანთა ტანჯვას, ასევე ქალაქების, დაბების და სოფლების განადგურებას, ეს ყოველივე ინტენსიურ ხასიათს იღებს და ხდება უფრო გამანადგურებელი და არაპროგნოზირებადი.

„10 მილიონზე მეტი უკრაინელი იქცა ლტოლვილად, თუმცა ომი არ წყდება. ორ კვირაზე მეტია, მარიუოპოლი ალყაშია რუსეთის ძალების მიერ და იბომბება. რისთვის? მაშინაც კი თუ მარიუოპოლი დაეცემა, უკრაინა ვერ იქნება დაპყრობილი ქალაქების, ქუჩების, თუ სახლების სათითაოდ დაკავებით. ამ ყოველივეს საბოლოო შედეგი არის მეტი განადგურება, მეტი ტანჯვა. უკრაინელი ხალხი ცხოვრობს ჯოჯოხეთში და მისი გავლენა იგრძნობა მსოფლიოს მასშტაბით, რაც გამოიხატება საკვებზე, ენერგიაზე და სასუქზე ფასების ზრდით, რამაც შეიძლება, შიმშილის კრიზისამდე მიგვიყვანოს", - განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, დროა, შეჩერდეს ომი, რადგან მას გამარჯვებული არ ეყოლება. მისი თქმით, ჯერ კიდევ არსებობს იმედები, რომ მხარეები სხვადასხვა საკვანძო საკითხზე შეძლებენ შეთანხმების მიღწევას. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ომის გაგრძელება უკრაინაში მორალურად მიუღებელი, პოლიტიკურად გაუმართლებელი და სამხედრო თვალსაზრისით უაზროა.

„ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება. ადრე თუ გვიან, მოგვიწევს ბრძოლის ველიდან მოლაპარაკებების მაგიდასთან გადასვლა. ეს გარდაუვალია. ისმის კითხვა, კიდევ რამდენ სიცოცხლეს შეიწირავს, რამდენ შენობას გაანადგურებს, რამდენი მარიუოპოლი დაეცემა, რამდენი უკრაინელი და რუსი დაიღუპება, ვიდრე ყველა გააცნობიერებს, რომ ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება. ეყოლება მხოლოდ წაგებულები. კიდევ რამდენი უკრაინელი უნდა დაიღუპოს ან კიდევ რამდენი ადამიანი უნდა აღმოჩნდეს შიმშილის წინაშე, რომ შეჩერდნენ. ომის გაგრძელება უკრაინაში მორალურად მიუღებელი, პოლიტიკურად გაუმართლებელი და სამხედრო თვალსაზრისით უაზროა. დროა, შეწყდეს ბრძოლები და მივცეთ შანსი მშვიდობას, დროა, დასრულდეს ეს აბსურდული ომი", - აღნიშნა გუტიერეშმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა