თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პოლ ჯოელი - პუტინს სწამდა, რომ ჯო ბაიდენი სუსტი იქნებოდა და ნატო გაიხლიჩებოდა

ნახვები: 284 პოლ ჯოელი - პუტინს სწამდა, რომ ჯო ბაიდენი სუსტი იქნებოდა და ნატო გაიხლიჩებოდა

უტინს სწამდა, რომ ჯო ბაიდენი სუსტი იქნებოდა და ნატო გაიხლიჩებოდა, რაც არის დაზვერვის წარუმატებლობა, – ამის შესახებ ორგანიზაციაეროვნული სტრატეგიებისდირექტორმა, პოლ ჯოელიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაშითავისუფალი ხედვაგანაცხადა.

იგი ფიქრობდა, რომ ზელენსკი კაპიტულაციას გამოაცხადებდა, წინააღმდეგობა სუსტი იქნებოდა და სამ დღეში კიევს ჩაიგდებდა ხელში. ეს არის აბსოლუტური კატასტროფა დაზვერვის თვალსაზრისით“, – განაცხადა ჯოელიმ.

მისივე თქმით, პუტინი აცხადებს, რომ ნატო არის აგრესორი, მაგრამ ეს არ არის მართალი, ნატო არის თავდაცვითი ორგანიზაცია.

პუტინს ესმის, რომ დიდი რუსეთი ვერ იქნება ნომერ პირველი, რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი უკრაინის გარეშე და მეორებელარუსი. მას სურს, ეს ქვეყნები მისი კონტროლის ქვეშ იყოს, რომ იყოს ახალი მეფე, რომელმაც გააერთიანა რუსი ხალხები. ყველაფერი, რასაც იგი აცხადებს, არის ტყუილი. ეს არის ბოლის ფარდა, რათა მსოფლიოს აზრი სხვა საკითხზე გადაიტანოს. ის აცხადებს, რომ ნატო არის აგრესორი, მაგრამ ეს არ არის მართალი. ნატო არ არის აგრესორი. ის არის თავდაცვითი ორგანიზაცია. ეს თუ იყო მისი მიზანი, მაშინ მან საპირისპირო შედეგი მიიღო. ნატო იარაღდება, გერმანია იარაღდება. ნატო არ არის საფრთხე და ეს არ არის იმის მიზეზი, რატომაც პუტინი ამას აკეთებს“, – განაცხადა ჯოელიმ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, თუ ნატო ერთიანია და ალიანსმა კონსოლიდაცია მოახდინა, მაშინ რითაა გამოწვეული პრეზიდენტ ზელენსკის და სხვადასხვა ჩინოვნიკის განცხადებები, რომლებიც ნატო-სთან მიმართებაში, გარკვეული თვალსაზრისით, თითქოს იმედგაცრუებას გამოხატავენ, პოლ ჯოელიმ განაცხადა, რომ ზელენსკის სურს, ნატო ჩართული იყოს რუსეთთან ბრძოლაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატო ომში ჩაერთვება რუსეთთან.

ეს იმის მსგავსია, რასაც სააკაშვილი 2008 წელს აკეთებდა, რომ აშშ ჩარეულიყო მისი სახელით. ნატო- და აშშ- არ უნდათ რუსეთთან ომში ჩაბმა. მე ვიცი, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არის დიდი ლიდერი. ის არის გმირი და ცდილობს, მიიღოს რაც შეუძლია ყველაფერი თავისი ქვეყნისთვის. მას განსაკუთრებით სჭირდება დახურული ცა, რაც არის ძალიან რთული საკითხი. ეს რეალურად, უზრუნველყოფს იმას, რომ ნატო და აშშ დაიწყებენ ომს რუსეთთან. ამიტომ, ამერიკული და ნატო- მიდგომა გახლავთ უკრაინისთვის განსხვავებული სახის დახმარების უზრუნველყოფა“, – განაცხადა ჯოელიმ.

ორგანიზაციაეროვნული სტრატეგიებისდირექტორმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა ერთიანი ერია, რაც არის რუსული ავანტიურების ყველაზე დიდი შემაკავებელი.

მისივე თქმით, დადგა დრო, რუსეთმა თავისი ძალები გაიყვანოს არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მოლდოვადან, უკრაინიდან და დაემორჩილოს იმ ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი მოაწერა.

რუსეთი უნდა წავიდეს. დრო მოვიდა და ამ პოზიციასთან დაკავშირებით ყველა გაერთიანებულია“, – განაცხადა ჯოელიმ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამ უნდა უბიძგოს რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ, პოლ ჯოელიმ განაცხადა, რომ რუსეთს ამისკენ შეიძლება, უბიძგოს თავისი არმიის განადგურებამ და უკრაინამ.

მათ ახლა გადმოისროლეს ძალები, რომლებიც სომხეთში, აფხაზეთში და სხვადახვა ადგილას იყო განლაგებული. ასევე მოუწიათ ციმბირიდან და შორეული აღმოსავლეთიდან ჯარების გადასროლა. ისინი გაიჭედნენ ყოვლისმომცველ ომში, რომელიც თვითონ აირჩიეს და ხელი მოეცარათ“, – განაცხადა ჯოელიმ.

შეკითხვაზე, რა პერსპექტივა აქვს მოლაპარაკებების პროცესს და რამდენად ეფექტური შეიძლება, იყოს ის უკრაინის ომის დასამთავრებლად, პოლ ჯოელიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ეფექტური საერთოდ არ არის.

რუსეთი, როგორც წესი, მოლაპარაკებას აწარმოებს, რათა დრო მოიგოს, საბრძოლო დანაყოფების რეორგანიზება მოახდინოს და აღჭურვილობა და მარაგები მიაწოდოს“, – განაცხადა ჯოელიმ.

პოლ ჯოელიმ ასევე აღნიშნა, რომ პუტინი ამ ბრძოლას წააგებს, მაგრამ მას აქვს მენტალობა, რომ არ უნდა შერცხვეს და სისუსტე არ ანახოს.

აი, ეს არის პუტინი. მაფიის დონივით არის. ის არის მესაკუთრე. მას შეურაცხყოფა არ უნდა მიადგეს, მან სისუსტე არ უნდა ანახოს. ეს არის მისი მენტალობა, რაც მსოფლიოსთვის კატასტროფულია“, – განაცხადა პოლ ჯოელიმ.

 

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა