ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

აშშ ხედავს ნიშნებს იმისა, რომ უკრაინელები მეტად გადადიან შეტევაზე-პენტაგონი

ნახვები: 364 აშშ ხედავს ნიშნებს იმისა, რომ უკრაინელები მეტად გადადიან შეტევაზე-პენტაგონი

თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ ხედავს ნიშნებს იმისა, რომ უკრაინელები მეტად გადადიან შეტევაზე.

კირბის განცხადებით, "სამხრეთით, ხერსონის მახლობლად, უკრაინელები ტერიტორიის დაბრუნებას ცდილობენ".

"ისინი თავს იცავენ ძალიან ჭკვიანურად, მოხერხებულად, კრეატიულად. ამასთან, ზოგიერთ ტერიტორიაზე, კონკრეტულად, სამხრეთით, ხერსონის მახლობლად ისინი ტერიტორიის დაბრუნებას ცდილობენ". - თქვა თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

მან დაადასტურა რამდენიმე საათით ადრე პენტაგონის კონფიდენციალური წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბოლო დღეებია, უკრაინული სამხედრო ძალები თავიანთი, რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების დასაბრუნებლად იბრძვიან.

მისი განცხადებით, უკრაინელები ამისთვის მზად არიან და შეუძლიათ.

ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა მოიყვანა იმ უკრაინელების მაგალითები, რომლებიც იბრძვიან ხერსონის დასაბრუნებლად, ასევე, უტევენ რუსულ ჯარებს მიკოლაევთან, სადაც თავდამსხმელებს ჩრდილოეთიდან სამხრეთით მოუწიათ დისლოკაცია.

პენტაგონის მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ არ შეუძლია დაკონკრეტება, არის თუ არა ეს "უკრაინელების დიდი ოპერაციული გეგმის" ნაწილი.

"უკრაინის თავდაცვა მოხერხებული და მოქნილია". - აცხადებს აშშ-ის თავდაცვის წარმომადგენელი.

ასევე, პენტაგონის წარმომადგენელმა თქვა, რომ:

რუსეთმა საბრძოლო ძალების 10%-ზე მეტი დაკარგა. რუსული საბრძოლო ძალების რაოდენობა 90%-ზე ნაკლებია. 150 ათას სამხედროზე მეტი, რომელიც შეჭრამდე უკრაინის საზღვრებთან იყო მობილიზებული, სამხედრო ძალას არ წარმოადგენს. მათი დიდი ნაწილი დამხმარე ფუნქციას ასრულებს.
რუსულ ჯარს აქვს მომარაგების, საკვების, საწვავის, ლოჯისტიკის პრობლემები. ცივი ამინდისთვის შესაბამისი ეკიპირების არქონის გამო რამდენიმე რუსი ჯარისკაცი გაიყინა;
ხშირია შემთხვევები, როდესაც რუსები ვერ ახერხებენ გემების საწვავით უზრუნველყოფას ვერ ახერხებენ;
ასევე, პენტაგონის განცხადებით, რუსული შეიარაღებული ძალები შორი მანძილიდან ბომბავდნენ მარიუპოლს, რაც მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილს იწვევს.
ამასთან, აშშ-ის თავდაცვის უწყებას აქვს მტკიცებულებები, რომ გასულ კვირას რუსეთის შეიარაღებული ძალები გამიზნულად ბომბავდნენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. არსებობს ომის დანაშაულის ნიშნებიც.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა