კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველო რუსეთზე ენერგოდამოკიდებული გახდა-გოცირიძე

ნახვები: 348 საქართველო რუსეთზე ენერგოდამოკიდებული გახდა-გოცირიძე

„სანამ "ახალი ენგური" არ გვექნება, მუდამ ვიქნებით რუსეთის ენერგოშანტაჟის ქვეშ. ასეთი "მეორე ენგური" იყო ნამახვანი. იგი, როგორც მარეგულირებელი სადგური, ასევე იძლეოდა ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარების შესაძლებლობას",-ამის შესახე ენმ-ის წევრი რომან გოცირიძე „ფეისბუქ" პოსტს წერს.


„საქართველო რუსეთზე ენერგოდამოკიდებული გახდა. მიმდინარე წელსაც დენის იმპორტი ხდება სომხეთიდან და რუსეთიდან. სომხეთი იგივე "გაზპრომია". სომხეთის მთელი ენერგეტიკა ეკუთვნის რუსეთს. ატომური ელექტროსადგური, თბოსადგურები, ჰიდროელექტროსადგურები, მაგისტრალური გაზსადენი, გაზის და ელექტროენერგიის შიდა ქსელი-ყველაფერი რუსეთის მფლობელობაშია(რკინიგზაც).
მხოლოდ ელექტროენერგიის იმპორტი არაა პრობლემა-ენგურის ჰიდროელექტროსადგურიც რუსეთის კონტროლქვეშაა. სანამ "ახალი ენგური" არ გვექნება, მუდამ ვიქნებით რუსეთის ენერგოშანტაჟის ქვეშ. ასეთი "მეორე ენგური" იყო ნამახვანი. იგი, როგორც მარეგულირებელი სადგური, ასევე იძლეოდა ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარების შესაძლებლობას. დღეს მისი პერსპექტივა ბუნდოვანია და რომც მოიძებნოს ახალი ინვესტორი, მის აშენებას მრავალი წელი დასჭირდება.
მთავრობა და მის მიერ წახალისებული და გამოზრდილი ექსტრემისტული ჯგუფები არიან დამნაშავეები ამ პროექტის გაჩერებაში. ანაკლიის და ნამახვანის ჩაძირვა იყო რუსეთის სპეცოპერაცია, რომელიც უგუნური ხელისუფლებისა და ადამიანების ხელით განახორციელა",-წერს გოცირიძე

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა