ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გვახსოვს სააკაშვილის ქმედებები, რომელმაც შეარცხვინა ქართველი ერი და ქვეყანა-კალაძე

ნახვები: 387 გვახსოვს სააკაშვილის ქმედებები, რომელმაც შეარცხვინა ქართველი ერი და ქვეყანა-კალაძე

გვახსოვს სააკაშვილის სამარცხვინო ქმედებები, რომელმაც შეარცხვინა ქართველი ერი და შეარცხვინა ქვეყანა, როდესაც მიწაზე ფორთხვით წარუდგა საზოგადოებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა ზელენსკის პარტიის თავმჯდომარის მიერ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისთვის გამოგზავნილ წერილს, რომელშიც ითხოვენ, რომ სჭირდებათ მიხეილ სააკაშვილის გამოცდილება უკრაინაში და სთხოვენ საქართველოს ხელისუფლებას, გადასცენ ის უკრაინას.

„მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, მას აქვს გავლილი სამხედრო წვრთნები, თუმცა არ ვიცი, ზუსტად როდის, 2008 წლის ომამდე გაიარა, თუ ომის შემდეგ. გვახსოვს მისი სამარცხვინო ქმედებები, რომელმაც მართლა შეარცხვინა ქართველი ერი და შეარცხვინა ქვეყანა, როდესაც მიწაზე ფორთხვით წარუდგა საზოგადოებას, მიატოვა საფრანგეთის პრემიერი და გარბოდა. სად გარბოდა, არავინ იცის", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა