ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ პუტინის დამარცხება-შარლ მიშელი

ნახვები: 380 ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ პუტინის დამარცხება-შარლ მიშელი

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ პუტინის დამარცხება. ეს საერთო მიზანი უნდა იყოს. ჩვენ უნდა შევცვალოთ ძალთა ბალანსი, რათა პრეზიდენტ ზელენსკის უკეთესი პოზიცია ჰქონდეს რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების დროს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა „სიენენის" ეთერში, კრისტიან ამანპურთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის უსაფრთხოების საკითხი ევროპისა და მსოფლიოს მომავლისთვის. შარლ მიშელის თქმით, ომის დაწყების შემდეგ ის არაერთხელ ესაუბრა, როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის პრეზიდენტებს იმ იმედით, რომ შეძლებდა ცეცხლის შეწყვეტას მოლაპარაკების გზით.

„ძალიან რთულია, რადგან ჩვენ დარწმუნებული არ ვართ რუსეთის ხელისუფლების გულწრფელობაში. გულუბრყვილოები არ ვართ, ვფიქრობ, რომ ისინი ცდილობენ, თავს დაესხნენ სამხედროებს, რათა გააძლიერონ მათი პოზიციები მოლაპარაკების პროცესში, თუმცა, მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა შევცვალოთ ძალთა ბალანსი, რათა პრეზიდენტ ზელენსკის უკეთესი პოზიცია ჰქონდეს რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების დროს", - განაცხადა მიშელმა.

შარლ მიშელმა ისაუბრა სანქციებზეც და აღნიშნა, რომ ევროპას ენერგოსექტორში არ აქვს ისეთივე ვითარება, როგორც აშშ-შია, რამდენადაც ევროპა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე.

„სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ უფრო გონიერები. მიზანი რუსეთია, ის უნდა იყოს მტკივნეული რუსეთისთვის და არა ჩვენთვის", - განაცხადა მიშელმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა